შოუ COMEDY WOMAN რუსეთში ძალიან პოპულარულია. ამ შოუს წევრი და ქორეოგრაფი სექსუალური ეკატერინა ვარნავაა, რომელიც თავის დროზე კავეენის აქტიური მონაწილე იყო, ახლა კი ნამდვილ სექსბომბად იქცა.ეკატერინა ვარნავა 1984 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. მამამისი ვლადიმერ ვარნავა სამხედრო მოსამსახურე იყო, დედა - ექიმი თერაპევტი. დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში ოჯახთან ერთად და ამბობს, რომ მისი თავისუფალი მსოფლმხედველობა სწორედ გერმანიაში ცხოვრების შედეგია.
მოსკოვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი იურისპრუდენციის სპეციალობით დაამთავრა. 2003 წლიდან კავეენში გამოდიოდა და ტელევიზიაში ხშირად ჩანდა, როგორც უმაღლესი ლიგის წევრი. მისი გუნდი ლიგის ჩემპიონიც გახდა.
მერე დაიწყო სატელევიზიო მოღვაწეობა, როგორც COMEDY WOMAN-ის სექსსიმბოლომ. შოუში მას ეკუთვნის ქორეოგრაფიული ნომრების დადგმა.
2010 წელს მამაკაცების ჟურნალ "მაქსიმისთვის"გაშიშვლებაზე დათანხმდა, რითაც ბევრი თაყვანისმცემელი მამაკაცის გული მოიგო. საერთოდაც, ეკატერინა არც სცენაზე გაურბის სიშიშვლესა და სექსუალურობას. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ტრადიციული მშობლები (მით უმეტეს მამამისი) ამ ფაქტს ძნელად ეგუებიან.
"დედა და მამა ძნელად ეგუებიან იმას, რომ მათი ქალიშვილი ეკრანის ვარსკვლავია და მით უმეტეს - სექსსიმბოლო. მამას ძალიან უჭირს ჩემი სამუშაოს აღქმა. პირველად რომ ნახა COMEDY WOMAN ეკრანზე, მკითხა: "შვილო, რატომ ხარ ასე ჩაცმული?"უარესი ამბავი იყო "მაქსიმის"ფოტოსესიაზე. დიდხანს ვუხსნიდი, რომ ეს კარიერისთვის არის საჭირო. არადა, ბევრჯერ მთხოვეს და ყოველთვის მშობლების გამო დავიხიე უკან. ბოლოს დავთანხმდი. დედა ასე თუ ისე დამორჩილდა ბედს: "კარგი, ამას ისე განვიხილავ, როგორც მხატვრულ ფოტოგრაფიას". მამა კი ჟურნალის გამოსვლისთანავე გავიდა გარეთ და ერთბაშად ხუთი ცალი იყიდა. "ის მაინც მეცოდინება, რომ ვიღაცას არ ერგება ეს ჟურნალი", - ასე გამომიცხადა. მისთვის ეს ფოტოსესია ნამდვილი სტრესი იყო". რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ეკატერინა ჯერ გათხოვილი არ არის. სურს თავისი მშობლებივით მყარი ოჯახი შექმნას, ამიტომ სერიოზულად უყურებს ამ საკითხს და თავის ჭეშმარიტ მეორე ნახევარს ელოდება. მის ოცნებებს შორის კი ბროდვეიზე ცეკვაა.
"ბროდვეიზე ცეკვაზე ვოცნებობ. ერთ მეგობარს რომ გავუმხილე, ასე მიპასუხა: "შენც ნახე რა საოცნებო, იქ მარტო მოხუცები არიან!" მე გამეღიმა: "ჰოდა, მე ბროდვეის პირველი ახალგაზრდა მოცეკვავე ვიქნები!".
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)






















