აჭარაში თურქული კომპანია მიმდინარე წელს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს .აღნიშნული ჰესები იმ 15 ჰიდროელექტროსადგურში შედის, რომელთა მშენებლობის შესახებ მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, "Adjar Energy 2007" აჭარაში "ხელვაჩაური ჰესი 1"-ს, "ხელვაჩაური ჰესი 2"-ს და "კირნათი ჰესს" ააშენებს. თურქული ინვესტიციების, სავარაუდო, ჯამური ღირებულება 196 032 494 აშშ დოლარია.
აღნიშნული ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 105,67 მგვტ-ია, ხოლო ჯამური წლიური გამომუშავება – 495 მლნ კვტ/საათი.
სამივე ჰესის მშენებლობა თურქულმა კომპანიამ 2016 წლის დეკემბერში უნდა დაასრულოს და ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდეს.
საქართველოს მთავრობასა და "Adjar Energy 2007"-ს შორის მემორანდუმი 2011 წლის ივლისში გაფორმდა.
"ინტერპრესნიუსი"






















