აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ სამხრეთ კორეის დედაქალაქში მდებარე "ინჩხონის" (Incheon) საერთაშორისო აეროპორტი უკვე მეშვიდედ აღიარა მსოფლიოში საუკეთესოდ. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სახელმწიფო ტერიტორიებისა და საზღვაო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, რომელიც ასევე კურირებს ტრანსპორტის საკითხებს.სამხრეთ კორეის დედაქალაქის აეროპორტი, პირველ ყოვლისა, მომსახურების ხარისხის მიხედვით შეფასდა. "მეშვიდედ მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის ტიტულის მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა, მისი 35 000 თანამშრომლის გულმოდგინე შრომისა და ადგილობრივი მთავრობის დიდი მხარდაჭერის გარეშე", - აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი.
"ინჩხონის" აეროპორტი წელიწადში 25-დან 40 მლნ-მდე მგზავრს ემსახურება.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.






















