საქართველოში ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2.15 ლარისა და 2.35 ლარს შორის მერყეობს.რაც შეეხება დიზელის ფასს, 1 ლიტრი დიზელი საქართველოში 2.15 თეთრიდან 2.35 ლარამდე აღწევს.
კომპანიები საწავავის მორიგ გაძვირებას საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ
ლონდონში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 117 აშშ დოლარს გადაჭარბა, ხოლო ნიუ-იორკში - 100 აშშ დოლარს.
"ინტერპრესნიუსი"






















