23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 07:20
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:09 / 13-02-2012
იმელის შენობის დანგრევის მოლოდინში
მიუხედავად იმისა, რომ მერიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, იმელის დემონტაჟის ნებართვა არ გაგვიციაო, ფაქტია, რომ შენობა სახურავგადახდილი და სვეტებჩამონგრეულია და ჟამთა დინებას ელოდება, რომ თავად დაინგრეს. თუმცა პრეზიდენტის მიერ "კიჩის" დაწუნების გამო შერისხული ხელოვნებათმცოდნე, თამარ ამაშუკელი აცხადებს, რომ ინვესტორს არ უმართლებს და ჯერჯერობით ძეგლი არ ინგრევა.

14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთაველის გამზირზე მდებარე იმელის შენობისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენის საკითხს განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქრის" წარმომადგენლები თვლიან, რომ სტალინური პერიოდის არქიტექტურის უნიკალური შენობა თბილისის ისტორიის ნაწილია და ის უნდა გადარჩეს. მოუხედავად იმისა, რომ მერიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, იმელის დემონტაჟის ნებართვა არ გაგვიციაო, ფაქტია, რომ შენობა სახურავგადახდილი და სვეტებჩამონგრეულია და ჟამთა დინებას ელოდება, რომ თავად დაინგრეს. თუმცა პრეზიდენტის მიერ "კიჩის" დაწუნების გამო შერისხული ხელოვნებათმცოდნე, თამარ ამაშუკელი აცხადებს, რომ ინვესტორს არ უმართლებს და ჯერჯერობით ძეგლი არ ინგრევა.

დემონტაჟი დემონტაჟის უფლების გარეშე

რუსთაველის გამზირზე მდებარე იმელის შენობა, სადაც ადრე ცხარე საპარლამენტო დებატები იმართებოდა, დღეს გაურკვეველი სტატუსისა და მომავლის პირობებში ინგრევა. მერიის ზედამხედველობის სამსახური აცხადებს, რომ იმელის შენობის დანგრევის ნებართვა არ გაუცია, მაგრამ ფაქტია, რომ ინვესტორმა აქ გარკვეული სამუშაოები უკვე ჩაატარა და შენობა სახურავგადახდილია.

სხვადასხვა ცნობებით, მიწის სამუშაოები ინვესტორს 15-დან 18 მილიონამდე დაუჯდა. არადა, მას, როგორც კომუნისტური ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს, კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარი" იმელის შენობისათვის იერ-სახის შენარჩუნებას მოითხოვს. იმელი ამჟამად არაბი ინვესტორების ხელშია, თუმცა სანამ ის დუბაიში რეგისტრირებული "დაბი-გრუპის" საკუთრება გახდებოდა, დიდი გზა გაიარა.

1938 წლიდან დღემდე

რუსთაველის 29-ში მდებარე მარქსიზ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის შენობა აშენებულია ცნობილი რუსი არქიტექტორის, ალექსეი შჩუსევის პროექტით, 1938 წელს. "საქართველოს, კერძოდ, თბილისის ისტორიისათვის ამ ნაგებობის მნიშვნელობა საყოველთაოდ ცნობილია. ის სტალინური პერიოდის არქიტექტურის უნიკალური, უმაღლესი ხარისხის ნამუშევარია", - ვკითხულობთ "ტფილისის ჰამქრის" თავმჯდომარის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკილოზ რურუასადმი გაგზავნილ წერილში.

შენობას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი 1986 წელს მიანიჭეს, როცა საქართველოში პირველად მოხდა უძრავი ძეგლების აღრიცხვა.

2007 წლის 20 ივნისს კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილის ბრძანების საფუძველზე იმელის შენობა ამოიღეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლთა ნუსხიდან და 8 დღეში გაყიდეს შვეიცარიულ კომპანია "კეპიტალ-ვასტოკზე" . ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აცხადებს, რომ თავისთავად ასეთი სასწრაფო წესით გაყიდვა საეჭვო იყო, მაგრამ მათ ვინც ამას წინააღმდეგობას უწევდა, ამუნათებდნენ, თბილისში ინვესტორი უნდა შემოვიდეს და მაღალი კლასის სასტუმრო უნდა ააშენოს, ამიტომაც ხელს ნუ გვიშლითო. კულუარული ინფორმაციით, სპეციალისტები თანახმანი არ იყვნენ ძეგლისათვის სტატუსი მოეხსნათ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, გოკა გაბაშვილმა და თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, რომელიც რატომღაც სხდომას ესწრებოდა, ერთპიროვნულად მიიღეს.

მიუხედავად "ტფილისის ჰამქრის" არაერთი მოთხოვნისა, კულტურის სამინისტროდან ვერავინ მიიღო სხდომის ოქმი. არადა, ტფილისის ჰამქარი ითხოვს: "გთხოვთ, განგვიმარტოთ, საქართველოს იმჟამინდელი მოქმედი "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის" რომელი მუხლის საფუძველზე მოეხსნა "იმელის" შენობას ძეგლის სტატუსი. უმორჩილესად გთხოვთ, მოგვაწოდოთ სამინისტროსთან არსებული მეთოდოლოგიური საბჭოს დასკვნა, რომლის საფუძველზე ზემოთ აღნიშნულ შენობას მოეხსნა სტატუსი და ასევე იმ სხდომის დეტალური ოქმი, რომელზეც მოხდა აღნიშნული შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა".

ტფილისის ჰამქრის მიერ 2011 წლის 5 მარტს გაგზავნილ ამ წერილს მინისტრის მოადგილე, დავით ცხადაძე 2 მაისს, ანუ თითქმის 2 თვის შემდეგ პასუხობს, რომ "თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ თბილისში, რუსთაველის 29-ში მდებარე ყოფილი "იმელის" შენობას ძეგლის სტატუსი მოეხსნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 20 ივნისის ბრძანება ნომერ 3/145-ის საფუძველზე. იხ. დანართი".

გარდა იმისა, რომ ბატონი ცხადაძის მიერ სერიოზულადაა დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, წერილს სხდომის ოქმი თან არ ახლავს. "შესაძლოა, სხდომა არ ჩატარებულა?" - ვეკითხები თამარ ამაშუკელს. "როგორ არ შემდგარა, მე იქ ვიჯექი. 2006-2007 წელს კულტურის სამინისტრომ დააფინანსა დიდი პროექტი, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა. თავიდან მოხდა ინვენტარიზაცია და თავიდან დამტკიცდა ყველა ძეგლი. იქ ვისაც რა ჰქონდა გაკეთებული, ყველა ექსპერტი იყო და იცავდა თავის შენობას, რომ მას უნდა ჰქონდეს ძეგლის სტატუსი. იმელზე მაშინ ექსპერტებმა თქვეს, რომ ამაზე მსჯელობა საერთოდ არ უნდა იყოს, რადგან იმელი იყო ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და როგორ შეიძლება მისი ჩამოქვეითებაო".

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, კულტურის სამინისტროში იყვნენ თბილისის მერი, გიგი უგულავა და ძველი თბილისის გამგებელი, ლაშა ფურცხვანიძე. შეხვედრას ესწრებოდა ასევე ნიკა ვაჩეიშვილი, როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე ძეგლთა დაცვის სფეროში. გოკა გაბაშვილთან შეთანხმება მიმდინარეობდა სამი შენობის: "იმელის", "ზარია ვასტოკას" შენობისა და ლეონიძისა და ტაბიძის კუთხის შენობებზე. "მაშინ უგულავამ თქვა, რომ არ განიხილებოდა ეს საკითხი, ამათ სტატუსი არ ექნებათ და ეს არის საინვესტიციო პროექტიო. ვინც ხმა ამოიღო, ეუბნებოდნენ, თქვენ ხართ მტრები და არ გინდათ, ქალაქში ინვესტიცია განხორციელდესო", - გვითხრა წყარომ, რომელიც კულტურის სამინისტროსთანაა დაახლოებული.

თამარ ამაშუკელი ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთობლივი და ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა. "ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილის, მაგრამ უგულავა არ ჩანს. ამის მერე, 2 კვირაში იმელი გაყიდეს. თაბუკაშვილის 51 ნომერი დაანგრიეს. ამასობაში ეს კომპანია გაკოტრდა. ამას უზამენ ახლა გუდიაშვილის მოედნის ინვესტორსაც. აყიდინებენ და მერე ეუბნებიან, კულტურული ძეგლიო. ინვესტორი თავის მხრივ მართალია, რადგან მას ხელშეკრულებაში უწერია, რომ შენობის დანგრევის უფლება აქვს, მაგრამ ჩვენც მართლები ვართ, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა გვსურს".

სხდომის გამქრალი ოქმი - გაფრენილან, ლუარსაბ, გაფრენილან...

მინისტრის მოადგილე, ცხადაძე 2011 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში აცხადებს, რომ "რაც შეეხება 2007 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმს, იგი სამინისტროს არქივში არ იძებნება". ასეა გამქრალი სხდომის ოქმი. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნებათმცოდნეები ამ თემაზე მართალია, დადებით დასკვნას არ იძლევიან, მაგრამ არც უარყოფითს ამბობენ რამეს, რადგან დღეს ამ სფეროში ყველაზე დიდი დამკვეთი სახელმწიფოა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ უმუშევრობა და შეკვეთების გარეშე დარჩენა ელით.

იმელი ინვესტორის ხელში - გაყიდვა 8 დღეში

20 ივნისს სტატუსმოხსნილ ძეგლს, რომლის სტატუსის მოხსნის შესახებ სხდომის ოქმი "არ იძებნება", 28 ივნისს ყიდიან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შვეიცარიულ კომპანია ს/ს "კეპიტალ ვოსტოკს" შორის 2007 წლის 28 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომლითაც ს/ს "კეპიტალ ვოსტოკმა" პირდაპირი მიყიდვის წესით, საკუთრების უფლებით შეიძინა შენობა. მოგვიანებით ამ ორგანიზაციასა და შპს "დაბი გრუპ ვოსტოკს" შორის გაფორმდა უფლების გადაცემის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც "დაბი გრუპ ვოსტოკს" აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა განეხორციელებინა კემპინსკის ჯგუფის წევრი სასტუმროს მშენებლობა.

ხელოვნებთმცოდნე თამარ ამაშუკელი: "დაბი-გრუპის პრეზიდენტი ეგვიპტელია, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს, რა უნდა გააკეთოს. მას სულაც არ სურდა ძეგლის ყიდვა. ბოლო დროს კომპანიის წარმომადგენლებსაც ვეღარ ვპოულობთ. პირველად იყიდა კაპიტალ-ვასტოკმა, მერე მიჰყიდეს ამ დაბი-გრუპს. ევორდი და კაპიტალ-ვოსტოკი იყო ორი საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა და იყიდეს ეს ტერიტორია, მერე ეს არ ეყოთ და დაანგრიეს თაბუკაშვილის 51, რომელზეც ამხელა ხმაური იყო ატეხილი. გამოყარეს იქიდან ხალხი. მათ სურდათ მეტი ფართის მიღება. მერე ევორდსა და "კაპიტალ-ვასტოკს" ჰქონდათ ვალდებულება, აეშენებინათ სახლი პირველი სკოლის უკან. შემდეგ ვეღარ აშენებდნენ, იმელის საინვესტიციო პროექტი ჩაუვარდათ და მოძებნეს არაბები, ბანკი, რომელმაც იყიდა ასევე სატელეფონო ქსელები. დაბი-გრუპი არის დიდი საინვესტიციო კომპანია დუბაიში, იქ აქვთ სათავო ოფისი და ელ-ბურჯის ყველაზე დიდი შენობა მათ ეკუთვნით.

იმელს ჰქონდა ძეგლის სტატუსი, რადგან რაც აშენდა, მას შემდეგ ძეგლია. ეპოქალური შენობაა, კანონით, როცა ძეგლს ყიდი, მას მთელი რიგი ვალდებულებები მოჰყვება. არ შეიძლება, ინვესტორმა ფრთები გაშალოს, ის უნდა ჩაეტიოს თავის ფარგლებში. ამის გამო მოუხსნეს სტატუსი.

- ანუ შენობას სახე უნდა შეუნარჩუნდეს?


- შეიძლება, რეკონსტრუქცია ისე ჩატარდეს, რომ მას სახე არ შეეცვალოს. მოხდა ისე, რომ ძეგლს მოუხსნეს სტატუსი და 2 კვირაში გაყიდეს. სუფთა ბიზნეს-ინტერესებია ჩადებული. ამ საქმეში ჩადებულია 16-18 მილიონი. მაშინ სამ შენობას მოუხსნეს სტატუსი - იმელს, მის წინ არსებულ ზარია-ვასტოკას და ლეონიძისა და ტაბიძის კუთხეს. როგორც დაბი-გრუპის წარმომადგენელი გვიმტკიცებდა, ჩვენ ვყიდულობდით ზარია-ვასტოკასო, მაგრამ გვთხოვეს, ეს უფრო დიდია, პროექტი დიდია და შეღავათიან ფასებში იყიდეთო. ინვესტორმა იყიდა. ამ დროს ჩვენ ავყვირდით, რომ ამისი დანგრევა არ შეიძლება. ამავე დროს გეოლოგია რომ გააკეთეს, აღმოაჩინეს, რომ იმელის ქვეშ ჩამოდის მთელი სოლოლაკი-მთაწმინდის წყალი და არის აქ ასევე რუსთაველზე გამავალი კოლექტორი. ეს წყალი გასკდა და ყველაფერი ჩამოდის იმელში. ინვესტორი ამბობს, რომ 18 მილიონი დახარჯა მიწის სამუშაოებში, 51 ნომრის სრულ დემონტაჟში. 48 ნომერი იყო კიდევ საშინელ მდგომარეობაში და დაინგრა ის სახლი. არადა, ისიც კულტურული ძეგლი იყო და შიგნიდან იმელი მთლიანად განადგურებულია. საყრდენი ბოძების ძირები სვეტებს ჩათლილი აქვთ.. გადაიხადა სახურავი. რამდენი წერილი გვაქვს მიწერილი ზედამხედველობის სამსახურისათვის, რომ ამ ძეგლის ასეთი განადგურება არ შეიძლება. დღემდე არა აქვს ინვესტორს დემონტაჟის ნებართვა და ელოდებიან, როდის დაინგრევა თავისით. ესენი ამბობენ, რომ 18 მილიონის სამუშაოები ჩავატარეთო, მერე ამაზე მივწერეთ, რომ დაინგრა. პურის მოედანი ასე დაანგრიეს, გაუშვეს წყალი და დაინგრა. უბრალოდ, ამათ არ უმართლებთ. 5 წელია, ელოდებიან, რომ დაინგრეს და არ ინგრევა ეს შენობა. ვწერთ წერილებს. იქიდან გვპასუხობენ, რომ ფასადი შენარჩუნდება, ინვესტორი ამბობს, რომ ამ კრიზისის პირობებში ვერაფერს ვერ შევინარჩუნებო, რადგან იმელი არის 15 ათასი კვადრატული მეტრი. ამდენი მილიონი უკვე ჩაყრილია, 50 მილიონი მიჯდება, რომ ავაშენოო და აი, ამაში, მე მჭირდება 120 ათასი კვადრატული მეტრიო. ამისი ადგილი არსად არ არის. ამიტომ მოიფიქრეს, რომ ამ ფასადს შეინარჩუნებს და უკან ჩადგამს "ივერიას", უფრო მაღალი შუშის შენობას. სულ მუდმივად ატარებენ ასეთ კონკურსებს, სადაც სამშენებლო სამუშაოების გარდა დემონტაჟის შესრულებასაც მოითხოვენ".

არადა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის წერილში შავით თეთრზე ვკითხულობთ: "2010 წლის 18 სექტემბრის 07/67253-13 განცხადებით სამსახურს მომართა "დაბი გრუპ ვოსტოკის" წარმომადგენელმა, გიორგი სეთურიძემ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ 29-ში, ე. წ. იმელის შენობის დემონტაჟის პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მასში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რის გამოც 2009 წლის 2 ოქტომბრის 3079 ბრძანებით უარი ეთქვა განმცხადებელს აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილებაზე".

15 მილიონიანი დემონტაჟი დემონტაჟის უფლების გარეშე


თამარ ამაშუკელი: "დემონტაჟის უფლება მერიას არ ჰქონდა გაცემული და ისე გამოაცხადეს კონკურსი შენობის აშენებაზე და დემონტაჟზე. კულუარული ინფორმაციით, ინვესტორი დაიბარა მერიამ და უთხრა, რომ ვერ დაანგრევ, რამენაირად უნდა შეინარჩუნო წინა ნაწილი და უკან რაც გინდა, ჩადგიო. არაბებმა იყიდეს შენობა, რომლის კონტრაქტში წერია, რომ მას შეუძლია, დაანგრიოს და უცებ, სამი წლის შემდეგ მას ეუბნებიან, რომ ძეგლი უყიდია. ისინი იძახიან, საერთოდ არაფერს არ გავაკეთებთო. ერთია იქ შენობის ჩადგმა, მაგრამ მეორეა ამისი რეკონსტრუქცია და გამაგრება, რაც ძალიან ძვირი დაჯდება, შენობა იქამდე მიიყვანეს, რომ არ იცი, როდის დაინგრევა. როგორც ჩანს, ახლა კონსენსუსს მიაღწიეს. მერია საერთოდ არაფერზე არ რეაგირებს და ამბობს, რომ ძეგლი გადარჩება. მესამე წელია, უკვე გადახდილია შენობა და გამოჭრილია სართულებსშორის გადახურვები, წყალი ჩადის სარდაფში. ახლა ყველანი არიან ლოდინის რეჟიმში, როდის დაინგრევა შენობა".

ჩვენ, ბუნებრივია, კომენტარისთვის თბილისის მერიის წარმომადგენლებსაც დავუკავშირდით. სამწუხაროდ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომდგენლებმა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს, ხოლო პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ დემონტაჟის უფლება ნამდვილად არაა გაცემული და ახლა ინვესტორის მიერ გეგმის წარმოდგენას ელოდებიან.

"ახლა მიმდინარეობს ინვესტორის მხრიდან პროექტის მომზადება და ჩვენი მხრიდან არის პირობა, რომ ახალი შენობა უნდა ჩაჯდეს ქალაქის არსებულ ურბანულ ქსოვილში. "იმელის" შენობას სახე შეუნარჩუნდება", - გვპირდებიან თბილისის მერიის პრესსამსახურში.

ელისო ჩაფიძე
გაზეთი ”რეზონანსი”
12:10 / 14-02-2012
არასამართლიანი,ფუფუნებაში ჩაძირული მერი,მას და თავის მეგობრებს დიდი ფული აქვთ.მისთვის შენობები ფულია.ჩვენ არავინ გვეკითხება,მაგრამ სულ ასე არ იქნება.....
ana
17:55 / 13-02-2012
უგულავა ვარლამ არავიძე ხარ და საფლავიდან ამოგთხი ვარლამივით მიშა რო წავა...შენ ჩემს ოჯახს ბევრი დაუშავე....ღმერთმა დაგიწყევლოს ჯიში,გლოვა და გლოვა შენს ოჯახში
mzekom@yahoo.com
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"