23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 07:17
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:50 / 03-02-2012
ბანკებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულების შესახებ ეროვნული ბანკი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს
ბანკებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულების შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს .

"პოლიტიკურად აქტიური პირის ცნება და მის მიმართ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებები განსაზღვრულია 2010 წლის 23 მარტს მიღებული საკანონდებლო ცვლილებით და ამ დებულებას მიღების დღიდან ცვლილება არ განუცდია. დეფინიციის შინაარსის მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–2 მუხლის "ქ" ქვეპუნქტის თანახმად, "პოლიტიკურად აქტიური პირია" უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ანდა ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში.

შესაბამისად, ამ კანონის მიხედვით პოლიტიკურად აქტიურ პირად მოიაზრება სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საზღვარგარეთის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას, ასევე მისი ოჯახის წევრი და მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში მითითებული პოლიტიკურად აქტიური პირების დეფინიციაში მოცემული თანამდებობის პირებისა თუ პოლიტიკურ–პარტიული მოღვაწეების ნუსხა საქართველოს მოქალაქეებზე ვერ გავრცელდება.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ბრალდებების ავტორებს, ვიდრე საჯარო განცხადებების გაკეთებას გადაწყვეტენ, ყურადღებით გაერკვნენ საკითხში, წაიკითხონ კანონმდებლობა, გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებებს. ასევე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეკითხვით მიმართონ ეროვნულ ბანკს და დაუყოვნებლივ მიიღებენ კვალიფიციურ განმარტებებს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.

საქართველოს ეროვნულ ბანკი, აღნიშულ საკითხზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში "ახალი მემარჯვენეებმა" დაადანაშაულეს.

პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის, ლევან კალანდაძის
განმარტებით, არაარგუმენტირებული და არაკვალიფიციურია ეროვნული ბანკის მტკიცება, თითქოს ეს რეგულაცია და კონტროლი მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებს ეხებათ. კალანდაძის თქმით, ბრძანება საქართველოს მოქალაქეებზეც ვრცელდება. ამის დასადასტურებლად კალანდაძემ ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის მე-4 ბრძანების მე-2 მუხლის "ქ", "ღ" და "ყ" პუნქტები დაასახელა.

აღნიშნულ პუქტებში ნათქვამია, რომ პოლიტიკურად აქტიური პირები არიან - პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი, აღმასრულებელი ორგანოს წევრები, ასევე მათი ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები, მშობლები, დები და ძმები, ასევე აღნიშნული რეგულაცია ეხება პოლიტიკურად აქტიურ პირებთან უშუალოდ საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებს, ანუ პირებს, რომლებიც ფლობენ რაიმე სახის წილებს კომპანიაში და რაიმე ფორმით მონაწილეობენ მათ მართვაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"