ბრიტანელი ისტორიკოსი, მწერალი და ჟურნალისტი სირილ პარკინსონი ბიზნესმენებს საინტერესო რჩევებს აძლევს. 1. მართვა - ეს არის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.
2. იყავი კეთილისმსურველი და შეეცადე ყველაფერი გაიგო.
3. დაე, თქვენმა ხელქვეითებმა იცოდნენ, რომ ხარისხი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
4. თქვენ ძალიან რბილი ადამიანი ხართ, მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე სამუშაოში რაიმე ხარვეზი წარმოიქმნება.
5. მრავალი წლის წინ დამყარებული, შესანიშნავი ურთიერთობები შეიძლება ერთ წამში დაინგრეს. ზიანის მოტანა რამდენიმე უხეშ სიტყვასაც შეუძლია.
6. კარგ მმართველს მუდამ საქმიანი იმიჯი უნდა ჰქონდეს. იყავი ყურადღებიანი, იტრიალე მუდამ ხალხის თვალაწინ და აკონტროლე, როგორ მიდის საქმე.
7. არ იფიქროთ, რომ უბადლო ხელმძღვანელი ხართ, თუ გემოვნებით იცვამთ და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენთ. ეს სულაც არ არის ის, რასაც ქვეშევრდომები აფასებენ.
8. ადამიანისთვის საკუთარი სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა ამქვეყნად, მიმართეთ სახელით.
9. ადრე თუ გვიან მიხვდებით, რომ დასჯას უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე - სარგებელი.
10. ხელქვეითები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ მმართველს, რომელსაც საკუთარი შეცდომების აღიარება შეუძლია.
მომზადებულია newsme.com.ua-ს მიხედვით.






















