SMBიზნეს ამბები
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვალუტის კურსი
26/05/2013
USD
1
USD
1.6350
EUR
1
EUR
2.1206
RUB
100
RUB
5.2209
კალენდარი
  
2-ოთახიანი, 4(6), 57 კვ.მ. თეთრი კარკასი ახალაშენებულ ლამაზ 6 სართულიან...
სასწრაფოდ! 3-სართულიანი ახალი აშენებული აგურის კერძო სახლი, თანამედროვე სტილის,...
4-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 110 კვ.მ. გარემონტებული აივანი, ბ/აირი, გათბობა,...
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:29 / 14-08-2012
ჯეიმს პატერსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერალია
ამერიკელი ჯეიმს პატერსონი, რომელიც ფსიქოლოგ ალექს კროსზე დაწერილი რომანების ავტორია, მესამე წელია ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების რეიტინგს ლიდერობს.

2011 წლის მაისიდან 2012 წლის აპრილამდე რომანებმა პატერსონს 94 მლნ დოლარი მოუტანეს, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონით მეტია. ამ პერიოდში პატერსონმა 11 წიგნი გამოუშვა. პატერსონს ყველაზე მდიდარი მწერლების რეიტინგის ლიდერობის საშუალებას საგამომცემლო სახლ Hachette Book Grou-თან 2009 წელს დადებული 150 მილიონიანი კონტრაქტი აძლევს.

რეიტინგში მეორე ადგილს სტივენ კინგი, წლიური შემოსავლით 39 მლნ დოლარით, იკავებს. კინგმა შარშან სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი "11/22/63" და ციკლიდან "ბნელი კოშკი" მერვე წიგნი გამოსცა. შარშან რეიტინგში კინგი მესამე ადგილს 28 მლნ დოლარით იკავებდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების რეიტინგში მესამე ადგილზე დეტექტივების ავტორი ჯანეტ ივანოვიჩი გავიდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 33 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ერთი წლით ადრე იგი 22 მილიონიანი შემოსავლით რეიტინგში მეხუთე ადგილზე იყო.

მეოთხე ადილს გამომუშავებული 26 მლნ დოლარით ჯონ გრიშემი იკავებს.

საბავშვო და საყმაწვილო რომანებმა ჯეფ კინის წელიწადში 25 მლნ და რეიტინგში მეხუთე ადგილი მოუტანეს.

რომანისტი დანიელა სტილი, რომელიც შარშან 35 მლნ დოლარით რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა, ამჯერად 23 მლნ დოლარით მერვე ადგილს იკავებს.

მეცხრე ადგილზე ტრილოგიის - "შიმშილის თამაშების" ავტორი სიუზენ კოლინზი 20 მლნ დოლარით გავიდა. ერთი წლით ადრე კოლინზმა მხოლოდ 10 მლნ გამოიმუშავა. მისი შემოსავლები მას შემდეგ გაიზარდა, რაც "შიმშილის თამაშების" პირველი წიგნი ფილმად გადაიღეს.

"ბინდის" ავტორი სტეფანი მაიერი რეიტინგში 14 მილიონიანი შემოსავლით მეთოთხმეტე ადგილს იკავებს. ერთი წლით ადრე მაიერი მეხუთე ადგილზე იყო.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების რეიტინგში ჯოან როულინგი კიდევ ერთხელ შევიდა, იგი მე-11 ადგილს იკავებს. ჰარი პოტერის თავგადასავლების ავტორმა წელიწადში 17 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

მე-12 ადგილზე ჯორჯ მარტინი მოხვდა. მისი ფანტასტიკური რომანების სერიის - "სიმღერა ყინულსა და ცეცხლზე" საფუძველზე სერიალი "სამეფო ტახტების თამაში" გადაიღეს. მარტინმა, რომელიც Forbe-ის რეიტინგში პირველად მოხვდა, წელიწადში 15 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

15 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლის რეიტინგს რიკ რიორდანი ასრულებს, რომელიც "პერსი ჯექსონის და ოლიმპიელი ღმერთების" ციკლის ავტორია, მან წელიწადში 13 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
2004 3300$
2000 7300$
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, 4(6), 57 კვ.მ. თეთრი კარკასი ახალაშენებულ ლამაზ 6 სართულიან...
სასწრაფოდ! 3-სართულიანი ახალი აშენებული აგურის კერძო სახლი, თანამედროვე სტილის,...
4-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 110 კვ.მ. გარემონტებული აივანი, ბ/აირი, გათბობა,...
11:08 / 25-05-2013  Image კობა დავითაშვილი: - "ფეხებზე მკიდია დასავლეთის შეფასებები, მაგრამ დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია..."
"არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატით არ ვარ აღფრთოვანებული"
13:12 / 25-05-2013  Image "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გველი შეძვრა
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ოფისის "წითელ დარბაზში" გველი შენიშნეს
13:29 / 25-05-2013  Image 83 წლის კულტურისტმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო
მას შემდეგ რაც მურმა კიბო დაამარცხა და გულის ავადმყოფობას გაუმკლავდა, ბოდიბილდინგის (ფოტოგალერეა)
07:37 / 25-05-2013  Image რით გამოიწვია ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტმა აჟიოტაჟი
რა ხეირი ნახა ანრი ჯოხაძემ წლევანდელი "ევროვიზიისგან"
12:34 / 22-05-2013  Image მიიღე მონაწილეობა ფოტოკონკურსში "ჩემი თაფლობის თვე" და მოიგეთ "უიქენდი" ლოპოტაზე
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად ატვირთეთ ქორწილში, ან თაფლობისთვეში  გადაღებული ნებისმიერი ფოტო.
იხილეთ პირობები