22 მაისი 2013 ოთხშაბათი - 16:49
SMBიზნეს ამბები
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვალუტის კურსი
22/05/2013
USD
1
USD
1.6361
EUR
1
EUR
2.1047
RUB
100
RUB
5.2478
კალენდარი
  
სასწრაფოდ და იაფად! 2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(13), 47 კვ.მ. ევრორემონტი...
1.5-ოთახიანი, 47 კვ.მ. ვაზისუბნის დასახლების ყველაზე კარგ, ეკოლოგიურად საუკეთესო ადგილას....
2-ოთახიანი, 45 კვ.მ. დღიურად, ახალაშენებულ კორპუსში პავლოვზე და პეკინზე, ევრორემონტით,...
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:14 / 06-02-2012
აშშ-ში სკანდალური წიგნი გამოდის - ჯონ კენედის საყვარელი ალაპარაკდა
აშშ-ში ახალი წიგნი გამოდის, რომელიც ამერიკელების საყვარელი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ცხოვრების სკანდალურ დეტალებს ამხელს.

მისი ავტორი ნიუ-იორკში მცხოვრები, 69 წლის მიმი ელფორდია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ 1960-იან წლებში, თეთრ სახლში პრაქტიკაზე ყოფნის დროს მაშინდელ პრეზიდენტთან ინტიმური კავშირი ჰქონდა.

მათი რომანი 1962 წელს დაიწყო და 18 თვეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, კენედიმ პრაქტიკანტს არა მხოლოდ ქალწულობა დააკარგვინა, არამედ ნარკოტიკების მოხმარებასაც აიძულებდა.

"იყო და არა იყო საიდუმლო, ან ჩემი კავშირი პრეზიდენტ კენედისთან", - ასე ქვია წიგნს, რომელიც ყველა ამ სკანდალის დეტალებზე მოგვითხრობს.

ამ ჩანაწერების თანახმად, მიმის და პრეზიდენტს პირველი სქესობრივი კონტაქტი პირველი ლედის საძინებელში ჰქონდათ.

მაშინ ჯონ კენედი 45-ის, ხოლო ელფორდი 19 წლის იყო. აშშ-ის მაშინდელი კანონების თანახმად, გოგონა ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი.

ელფორდის თქმით, აზრი არ ჰქონდა "ამერიკის ყველაზე გავლენიანი მამაკაცისთვის" წინააღმდეგობის გაწევას, როდესაც მას მიმი საძინებელში შეჰყავდა და ტანსაცმელს ხდიდა. კენედისთან სექსუალურ კავშირს ელფორდი "სახალისოს" და "მრავალფეროვანს" უწოდებს. წიგნში ავტორი აღნიშნავს, რომ ჯონ კენედი მას არასდროს კოცნიდა ტუჩებში, ხოლო თავად მიმი საყვარელს ყოველთვის "ბატონ პრეზიდენტს" ეძახდა. მიმართვის ეს ფორმა საწოლშიც კი არ ირღვეოდა.

ერთხელ, ერთ-ერთ წვეულებაზე კენედიმ ელფორდს ყვითელი კაფსულის მიღება აიძულა. პრეზიდენტი გოგონას არწმუნებდა, რომ ეს პრეპარატი, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკი უნდა ყოფილიყო, გულის სტიმულატორი იყო და სექსუალურ აქტივობას ამაღლებდა. როდესაც 19 წლის მიმიმ მის მიღებაზე უარი განაცხადა, კენედიმ კაფსულა მას ძალით მიაღებინა. ელფორდი იხსენებს, რომ მაშინ პრეზიდენტს ეს წამალი თავად არ მიუღია.

ავტორი სხვა შემთხვევებსაც იხსენებს. ერთხელ კენედიმ მას თავის დამხმარეზე, დეივ პაუერსზე მიუთითა და უთხრა - "ბატონი პაუერსი დაძაბული ჩანს. ხომ არ იზრუნებდით მასზე?" ელფორდის თქმით, პრეზიდენტმა მას სთხოვა კენედის მეგობართან ორალური სექსით დაკავებულიყო. ელფორდმა ეს დავალება შეასრულა, ხოლო ჯონ კენედი ამ ყველაფერს ჩუმად ადევნებდა თვალს.

მსგავსი შემთხვევა კიდევ განმეორდა, თუმცა ამჯერად კენედიმ ელფორდი თავის ძმასთან, სენატორ ტედ კენედისთან გააგზავნა. წიგნის ავტორის თქმით, მან ამაზე უარი განაცხადა.

ელფორდი კენედის ცხოვრების სხვა ეპიზოდებსაც აღწერს. მათ შორის პრეზიდენტის ვაჟის გარდაცვალებას და საკუთარი ორსულობის შემთხვევას, ის აბორტის გაკეთებას აპირებდა, რაც იმ დროს კანონით იყო აკრძალული.

1962 წელს, კარიბის კრიზისის დროს, როდესაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ბირთვული ომის რეალური საშიშროება იყო, კენედი უკან დახევას აპირებდა. ამის შესახებ მან თავის ახალგაზრდა საყვარელს თავად უთხრა.

"მირჩევნია ჩემი შვილები "წითლები" იყვნენ, ვიდრე მკვდრები", - განაცხადა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა.

ეს ფრაზა ანტიკომუნისტური მოძრაობის ლოზუნგად იქცა, ოღონდ გადაბრუნებული მნიშვნელობით. ფრაზა ასე გადააკეთეს - "მირჩევნია ვიყო მკვდარი, ვიდრე - "წითელი".

ელფორდის და კენედის უკანასკნელი შეხვედრა 1963 წლის 5 ნოემბერს, მანჰეტენზე, პრეზიდენტის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე შედგა. მაშინ მიმიმ კენედის უთხრა, რომ გათხოვებას აპირებდა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მასთან ურთიერთობას მაინც არ შეწყვეტდა.

მომზადებულია The New York Post-ის მიხედვით.
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი
2003 6800€
2002 29900€
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სასწრაფოდ და იაფად! 2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(13), 47 კვ.მ. ევრორემონტი...
1.5-ოთახიანი, 47 კვ.მ. ვაზისუბნის დასახლების ყველაზე კარგ, ეკოლოგიურად საუკეთესო ადგილას....
2-ოთახიანი, 45 კვ.მ. დღიურად, ახალაშენებულ კორპუსში პავლოვზე და პეკინზე, ევრორემონტით,...
12:14 / 22-05-2013  Image დავით საყვარელიძე - ”ბევრ ჩვენგანს მაღალი თანამდებობიდან მზითვად წამოკიდებული ბანკის კრედიტები ახრჩობს”
ზურას დაჭერა ვერ გაზრდის დასაქმებულთა ადგილებს და ვერც საქართველოს უკან-უკან მიმავალ ეკონომიკას ამოქაჩავს....
15:47 / 21-05-2013  Image თბილისში სარეკლამო ბილბორდებზე მოდელების სიშიშვლეს საღებავით ფარავენ
"ინტიმური ადგილები" მოდელებს მთელი თბილისის მასშტაბით, საღებავით აქვთ დაფარული
16:36 / 22-05-2013  Image მეტროსადგურში სიყვარულის ვაგონი ივლის
ვაგონით მხოლოდ მარტოხელა ადამიანები იმგზავრებენ და პარტნიორს გაიცნობენ
16:23 / 22-05-2013  Image უჩვეულო მონიკა ბელუჩი
სარეკლამო ფოტოსესია სამკაულების ახალ კოლექციას Paris Nouvelle Vague-ს მიეძღვნა
(ფოტოგალერეა)
15:31 / 22-05-2013  Image ეშტონ კატჩერმა მილა კუნისის მშობლები გაიცნო
კუნისი უკვე იცნობს კატჩერის მშობლებს
"არავინ იცის, რა ორიენტაციის იყო ბევრი ჩვენი გმირი, რომლებმაც სამშობლოსათვის...