ისრაელის მუზეუმისა და Googl-ის თანამშრომლობის შედეგად, "მკვდარი ზღვის გრაგნილების" ციფრული ვერსია ინტერნეტში გავრცელდა.უძველესი ბიბლიური ტექსტები 2000 წლის არის და მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ებრაული ენისა და ძველი ქრისტიანული ეპოქის შესწავლაში. მანუსკრიპტების ციფრული ვერსიის ხილვა იერუსალიმის მუზეუმის საიტზეა შესაძლებელი.
ახლა უკვე "მკვდარი ზღვის გრაგნილები", რომელსაც მეცნიერთა ერთი ნაწილი XX საუკუნის ყველაზე დიდ არქეოლოგიურ აღმოჩენად მიიჩნევს, ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ციფრული ვერსია საიტზე ფოტოების სახითაა ატვირთული და მათი რეზოლუცია 1200 მეგაპიქსელს აღწევს, რაც ჩვეულებრივ ფოტობზე 200-ჯერ დიდია.
ასეთი მონაცემები გრაგნილზე არსებული ყველაზე პატარა დეტალის ახლო ხედით დათვალიერების საშუალებას იძლევა. გრაგნილების ტექსტის წაკითხვა ებრაულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი.
Googl-ის ტექნოლოგიები მსურველს საშუალებას აძლევს 50 წუთის განმავლობაში სპეციალური კამერით დაათვალიეროს ბიბლიური ტექსტების ორიგინალიც."Googl-ის მიზანია ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს", - განაცხადა ისრაელის მეცნიერული პროექტების ხელმძღვანელმა იოსი მატიასმა.
გრაგნილები 1940 წელს მკვდარი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით არსებულ მღვიმეებში მწყემსმა ბედუინებმა იპოვეს. მათში შესულია ბიბლიის ადრეული ტექსტები და იმ დროის რელიგიურ რიტუალების აღწერა.
ტექსტის უმეტესობა პერგამენტზე, ხოლო ნაწილი - პაპირუსზეა დატანილი. ისინი ჩვ.წ.აღ-მდე 250 წლით თარიღდება და ახლა ისრაელის ნაციონალურ მუზეუმში ინახება.
იხილეთ ვიდეო
მოზმადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.






















