23 მაისი 2012 ოთხშაბათი - 07:08
ვალუტის კურსი
23/05/2012
USD
1
USD
1.6312
EUR
1
EUR
2.0795
RUB
100
RUB
5.2510
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:33 / 21-08-2011
"არა პურით, ქართველობით განვიცდი შიმშილს"
"წიგნის თაროს" სტუმარია პოეტი რეზო ამაშუკელი. ბატონი რეზო დღევანდელი ქართველი საზოგადოების წიგნიერებას კრიტიკულად აფასებს...

-  ვიდრე დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რამეს ვიტყოდე, განვაცხადებ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს წიგნიერებისა არაფერი სცხიათ. ნუ გეწყინებათ, მაგრამ ბევრი ჟურნალისტიც ცუდად მეტყველებს. გასაგებია, რომ კომპიუტერს ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ წიგნს ვერ შეცვლის. "პირველად იყო სიტყვა" - ამას სახარება გვასწავლის. ისე, განათლებული ჩემი წიგნების კარადაც არის, სადაც სამი თაობის მიერ შეგროვებული ბიბლიოთეკაა მოთავსებული, მაგრამ განათლებას ჭურჭელი სჭირდება, ეს ჭურჭელი კი სულიერებაა, რომელიც დავკარგეთ. პუშკინსა და დოსტოევსკის რომ ებრძვი, იქ რომელ წიგნიერებაზეა ლაპარაკი?!

-  სახელმწიფო პოლიტიკის მთელი ყურადღება ინგლისური ენის შესწავლაზეა გადართული...
-  ჩემი ცოლი ინგლისური ენის სპეციალისტია და შინ სულ ინგლისური მესმის, მაგრამ კატეგორიულად ვაცხადებ: უკვე ისე ვარ გაღიზიანებული ინგლისურის დაძალებით, რომ აღარ მინდა. რას მაძალებ? 14 აპრილს რომ გამოვიდა ახალგაზრდობა, ცრემლი მდიოდა და ეს ყველაფერი რუსული ენის დაძალებას არ მოჰყვა? რა მნიშვნელობა აქვს, ინგლისურს დაგაძალებენ თუ რუსულს? გიგი თევზაძისა და ლევან რამიშვილის გამო უნდა ვისწავლოთ ინგლისური?! "თავისუფლების ინსტიტუტმა" მე როგორ უნდა გადამაკეთოს?!

-  სექტემბრიდან ბავშვები ინგლისურის სწავლას პირველი კლასიდან შეუდგებიან...
-  მეცნიერულად დადასტურებულია, რომ არ შეიძლება, რვა წლამდე ასაკის ბავშვს უცხო ენა ასწავლო, მაგრამ ეს რისთვისაც კეთდება, ყველამ მშვენივრად იცის: ამათ უნდათ, ვინც ქართულად აზროვნებს, ვისაც კაცობა ახსოვს, თავისი ლიტერატურა უყვარს და ქვეყნის ისტორია იცის, წაშალონ. სამაგიეროდ, მოდის თაობა, რომელიც არაფრის გაგებაში არ არის. დილაობით აჩვენებდნენ ტელევიზორში, პატარა ბავშვი მამას სახეში ტორტის ნაჭერს როგორ უთავაზებს, ან თავზე წყალს როგორ ასხამს და ამაზე სიცილით იხოცებიან... გია ბუღაძის მიერ მოწყობილი სცენა კი, სადაც სტუდენტები ერთმანეთს სახეში აფურთხებენ, თურმე "ნოუ-ჰაუ" ყოფილა...
საქართველოს ახალგაზრდობა მოჰპარეს. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოხვდნენ პოლიტიკაში ან როგორ იშოვონ ფული. ამდენი ახალგაზრდა მოტლიკინე პოლიტიკოსი არსად მინახავს...
დღე არ გავა, ათი წიგნი მაინც არ მთხოვონ, მაშინ, როცა ჩემი ბოლო წიგნი, "სისხლში ჩამხრჩვალი ვარდები", ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში 20 ცალი მივიტანე და როგორ ფიქრობთ, რამდენი გაიყიდებოდა? არც ერთი! მაღაზიამ ეს წიგნი რომ გაყიდოს, დახურავენ. სამაგიეროდ, იცით, ვისი წიგნები იყიდება? - ვინც ამათ გამო ღნავის.
ამას წინათ ახალგაზრდა პოეტების ნაწარმოებებს გავეცანი, მაგრამ მათ შემოქმედებას ვერაფერს დავარქმევ. ყურიდან ენას რომ გამომიყოფ, ეს ლიტერატურა არ არის. ან ეს ბერეტიანი დეფი რომ ჰყავთ, თურმე ამერიკაში ჩადის და ლექსებს კითხულობს - ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო, ასეა მაგის საქმე...
თუ ქართველობა არ დავიბრუნეთ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. თავის დროს გამოვიდა პატრიარქი და ბრძანა - ჩვენ ქართველობა გვაკლიაო...

ჩემი ლექსის სტრიქონია: "არა პურით, ქართველობით განვიცდი შიმშილს". ვიბარებ: დამწვან და ჩემი ფერფლი გადაყარონ! მთაწმინდა არავითარ შემთხვევაში არ მეკუთვნის, დიდუბის პანთეონზე კი კატეგორიულად ვაცხადებ უარს, რადგან იქ უკვე ისეთი ხალხია დაკრძალული, დიდი პოეტები თუ საზოგადო მოღვაწენი შეურაცხყვეს.

-  ბატონო რეზო, ისეთი ხალხიც ხომ არის, ვისაც ქართველობა და წიგნი ჯერ არ დავიწყებია?
-  ესენი ამ ხალხს გადასანსლავენ. ამათ მთავარი მოახერხეს - ეროვნული მარცვალი, რომლის გარშემოც ქართული სულიერება ტრიალებდა, მოსპეს. ეს ყველაფერი ეროსი კიწმარიშვილმა დაიწყო, მისი გამოზრდილები არიან გადანაწილებული მასმედიაში და ამ საქმეს ახლა არველაძის "იმედი" განაგრძობს.
რაც 200 წლის განმავლობაში რუსმა ვერ მიქნა, შენ 7 წელიწადში გამიკეთე? გინდა, ბიძაშვილი მოვიყვანო ცოლად და თანაც, ბიჭი? არ მინდა, ძმაო, წადი რა, წადი იქ, სადაც ძაღლზე ქორწინებაა დაშვებული.
პატივს ვცემდი ზურაბ ჟვანიას და მიყვარდა, რადგან ზრდილობიანი ადამიანი იყო და იცოდა, სად როგორ მოქცეულიყო, მაგრამ მისი ფრაზა - "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი" - ჩვენი ყურისთვის არ იყო ნათქვამი. ეს 5-6 ადამიანის გასაგონად ითქვა, რომლებიც მსოფლის ბედს წყვეტენ. მე კი ვაცხადებ - მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ მართლმადიდებელი!
ამათი მიზანი კი მართლმადიდებლობის დანგრევაა.. ელოდებიან, როდის წავა ჩემი თაობა. მე, ბევრი-ბევრი, 5 წელი კიდევ ვიცოცხლო და მერე წამოვლენ: დუტა, მუტა, შონზო, მონზო, "ყოფილი ცოლები", "მომავალი კახპები", "სამოთხის ვაშლები", "ჯოჯოხეთის ყვავები" და ათასი უბედურება. შეხედეთ, რა ხდება, რომელ წიგნიერებაზეა ლაპარაკი?!

-  ჩვენი დღევანდელობა რომელ ნაწარმოებს მოგაგონებთ?
-  "ყვარყვარე თუთაბერს", "დათა თუთაშხიას", "ბარონ მიუნჰაუზენს"... თუმცა სააკაშვილს ვერც ერთ პერსონაჟს ვერ შევადარებ.

დასასრულ, ვიტყვი, რომ ლიკვიდაციით დამემუქრნენ, მაგრამ არ მეშინია. კარგად მიცხოვრია და კარგი დროც მიტარებია, რასაც ესენი ვერასოდეს ეღირსებიან. შეიძლება, გამაგორონ, მაგრამ ყველას ვერ მოკლავენ. იფიქრონ, რომ მათი განკითხვის დღე მოახლოვდა!

დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)


- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 80 კვ.მ. სუფთა აივანი, ბ/აირი, მ/წყალი,...
არასტანდარტული პრ. 10 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი, ეზოში, გამოდგება როგორც...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 96 კვ.მ. სარემონტო ფასი შეთანხმებით. ტელ:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(16), 78 კვ.მ. თეთრი კარკასი კუთხის მზიანი...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დიღომში, ე.წ. ქოშიგორაზე. 1 კვ.მ....
ინდივიდუალური პრ. 2(2), 30 კვ.მ. ევრორემონტი 2 ადგილიანი ნომრები, ახალაშენებულ...
18:37 / 22-05-2012  Image ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"