ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ტყუპისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ტყუპისთვის

კურდღლის წელში მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ. უნდა იბრძოლოთ გამარჯვებისთვის და თუ მოინდომებთ, მიაღწევთ კიდეც. წლის ბოლოს კი კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით, მიღებული შედეგებით. აქტიურობის პლანეტა მარსი შუა იანვრამდე თქვენს ნიშანიშია და ენერგიის ნაკლებობა არ გემუქრებათ, მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ გადაიწვათ. გაფრთხილდით საჭესთან, არ გირჩევთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მონაწილეობას. გააანალიზეთ თითოეული ნაბიჯი, არ გარისკოთ. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. კარგი წელია ბიზნესის დასაწყებად, საქმიანობაში ახალი მიმდინარეობების დასანერგავად. სტაბილური მატერიალური მდგომარეობა რომ შეინარჩუნოთ, ფული არ გაფლანგოთ. თუ ყოველდღიურ შოპინგს არ მოიწყობთ და ფულის შენახვას ისწავლით, დეკემბრის ბოლოსთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას დააგროვებთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. მცირე უსიამოვნება დიდი საფრთხეში რომ არ გადაგეზარდოთ, დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევები.

რას გიმზადებთ იუპიტერი 2023 წელს

გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. მოგეცემათ წარმატების და წინსვლის შესაძლებლობა, თუ გვერდით საიმედო ადამიანი გეყოლებათ. თანამოაზრეებთან ერთად დაიწყეთ საერთაშორისო პროექტების განხორციელება, ჩაერთეთ საზოგადო აქტიურობაში. კარგი იქნება ქველმოქმედებისთვისაც თუ გაერთიანდებით. იყავით დაკვირვებული, გააზრებულად გადადგით თითოეული ნაბიჯი და ყველა საქმეში ხელი მოგემართებათ. იუპიტერი მოგიყვანთ ახალ გავლენიან მეგობრებს, უცხოეთიდან ან უცხოელებსაც. დაგეხმარებათ საქმეების საუკეთესოდ მოგვარებაში. მიიღებთ პერსპექტიულ შემოთავაზებებს. გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებებს. შეძლებთ შეკრათ მცოდნე ადამიანების ჯგუფი და ერთად იმოქმედოთ. მეგობრების გარემოცვაში გამოიკეთებთ განწყობას. გახშირდება მხიარული შეხვედრები და წვეულებები, რომელთა ინიციატორიც თქვენ იქნებით. სამსახურში კი ნამდვილი ლიდერი გახდებით. დაუახლოვდებით გავლენიან ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან პირადი საქმეეები მოგვარებაში. იყავით მომართული კარიერის გასაუმჯობესებლად, დასაწინაურებლად. დეკემბერში საოცრად კმაყოფილი დარჩებით თქვენი მიღწევებით. თქვენ აღსავსე იქნებით ოპტიმიზმით, გულუხვობით, ენთუზიაზმით და იუმორის გრძნობით. გვერდით გეყოლებათ გავლენიანი ახლობლები, მეგობრები და საყვარელი ადამიანი. ისინი მუდმივად მზად იქნებიან თქვენს დასახმარებლად.

რას გიმზადებთ სატურნი 2023 წელს

აკრძალვების, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი კარიერის სახლში გყავთ. აუცილებლად უნდა იყოთ მომართული, რომ მიაღწიოთ წარმატებას, დაწინაურდეთ. იყავით ყურადღებით წვრილმანებისადმი. თქვენში მოიმატებს პასუხისმგებლობა, შრომისუნარიანობა და ბევრისთვის სამაგალითო გახდებით. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანებთან, განსაკუთრებით მამასთან. მათთან კონტაქტისას მეტი თავდაჭერა გმართებთ. ზოგიერთ სფეროში მოსალოდნელია შეზღუდვა, აკრძალვა. შეიძლება გრაფიკით მოგიწიოთ მუშაობამ სასურველს რომ მიაღწიოთ. ნუ ელოდებით სხვისგან შექებას, თავად შეაქეთ საკუთარი თავი მიღწევებისთვის. იყავით მომთხოვნი პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და მერე გარშემო მყოფებისადმი. მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ ვალდებულებებისადმი. დაწყებული საქმეები არასდროს მიატოვოთ, დაასრულეთ. მშვიდად მოისმინეთ რჩევები, მითითებები. ზოგჯერ შეიძლება ისინი სასარგებლო აღმოჩნდეს.

2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

თუ ოცნებობდით, 2023 წელს ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით. გახშირდება რომანტიკული შეხვედრები, ფლირტი. გაიცანით ადამიანები, დაუმეგობრდით, გაერთეთ და ნუ იჯდებით 24 საათი ოფისში, საქმეებში ჩაფლული. თებერვალში, აგვისტოსა და ნოემბერში განსაკუთრებით იმატებს საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი. შემოდგომაზე შეიძლება თავიდან შეგიყვარდეთ თქვენი ყოფილი. მეუღლესთან ურთიერთობა რომ არ გაგირთულდეთ, იყავით მეტად მზრუნველი და მოსიყვარულე მის მიმართ. ერთად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, შვებულებაში, უქმეები რომანტიკულად გაატარეთ. ზოგჯერ სულიერი სიახლოვე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტიმური.

2023 წლის ფინანსური პროგნოზი

გამოგიჩნდებათ დამატებითი შემოსავალი. შეძლებთ ყოველთვიურად ფულის გადანახვას. ხანდახან ფული შეიძლება საჩუქრადაც კი მიიღოთ. ზოგიერთმა კი შეიძლება ფული მოიგოთ ან მსხვილი თანახა იპოვოთ კიდეც. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. ოქტომბრიდან მეტად თავშეკავებული უნდა გახდეთ ფულის ფლანგვისას. ფული შეიძლება უცხოეთიდანაც მიიღოთ ან დაიწყოთ უცხოელებთან მუშაობა.

2023 წლის მკვეთრი ცვლილებები

მოულოდნელობების პლანეტა ურანი მოგანიჭებთ მეტ ინტუიციურობას, შეიძლება საკუთარ თავში მაგიური შესაძლებლობიც კი აღმოაჩინოთ. დაინტერესდებით საიდუმლო ცოდნის - მედიტაცია, ოკულტიზმი, პარაფსიქოლოგია - მიღებით; იმით, რაც ადრე სასაცილოდ მიგაჩნდათ. ურანი დაგეხმარებათ, გაახალისოთ თქვენი ცხოვრება, მოიცილოთ ზედმეტი ვალდებულებები და უსარგებლო ადამიანებიც კი გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. ზოგიერთი დაინტერესდებით შემოქმედებით და შეიძლება გენიალური იდეები განახორციელოთ. მოსინჯოთ თქვენი ძალები ხელოვნებაში.

2023 წელს სად იპოვით შთაგონებას

თავიდან შეგიყვარდებათ თქვენი საქმიანობა, ჰობი, რაც მაქსიმალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ. არაა გამორიცხული, გადაწყვიტოთ ახალი სპეციალობის ათვისება. საკუთარ თავში ახალ ნიჭს, ტალანტს აღმოაჩენთ. მოგინდებათ არა მარტო თქვენი, არამედ გარშემო მყოფების ცხოვრების გალამაზებაც, გახალისება. ზოგს რჩევით დაეხმარებით და ზოგსაც მატერიალურად, მაგრამ ამ უკანასკნელთან ფრთხილად. მოიმატებს ინტერესი ხელოვნებისადმი, გაგიჩნდებათ რამის კეთების სურვილი და ნამდვილ შედევრებს შექმნით. სულ უფრო ხშირად მოუსმენთ კლასიკურ მუსიკას.

2023 წლის ჯანმრთელობა

ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში რომაა ეს ფაქტია, ამიტომ, თუ შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ, ჯანმრთელობის მხრივ უსიამოვნებები არ გელოდებათ. პოზიტიურ განწყობაზე ყოფნა იმუნიტეტსაც კი აგიმაღლებთ. გირჩევთ, ახალი წლიდან ახალი ცხოვრება დაიწყოთ, დაიცავით დღის რეჟიმი. ზომიერება გმართებთ მუშაობისას და ნუ დაივიწყებთ დასვენებას. აუცილებლად აიღეთ შვებულება და პასიურად დაისვენეთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. თუ რამე შეგაწუხებთ, თვითმკურნალობას და უფრო მეტიც, გატარებას არ გირჩევთ, მიმართეთ ექიმს.