''რაც უფრო შეუსაბამოდ უხამებ სამოსს ერთმანეთს, მით უფრო მოდური ხდები''

''რაც უფრო შეუსაბამოდ უხამებ სამოსს ერთმანეთს, მით უფრო მოდური ხდები''

ატელიე ''მატერიას'' დიზაინერმა გიორგი ქებურიამ სულ ახლახან დაამთავრა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე მუშაობა და მოდის კვირეულისთვის იწყებს მზადებას, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს. გიორგი მოდის კვირეულზე 2014-15 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარადგენს, სადაც მოდის მოყვარულებს ნაქსოვი დეტალები, ბუმბული და კიდევ ბევრი საინტერესო შტრიხი ელოდებათ.

- გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ძალიან სპორტული და იმავდროულად მამაკაცური სილუეტია მოდაში, მაგალითად, განიერი მაისურები, ჩაფართხუნებული შარვლები და ა.შ.

- ასეთ სამოსში ხომ ქალი ქალურობას კარგავს? როგორ შეიძლება სპორტულ სამოსში ქალური დეტალების გამოკვეთა?

- არა, რაც უნდა ეცვას ქალს, ის ქალურობას არასდროს კარგავს. რაც შეეხება ქალურობას, მისი ხაზგასმა შეიძლება შიფონის ქსოვილისგან სპორტული სილუეტის სამოსის შექმნით, არადა, როგორც იცით, შიფონი გამოიყენება საღამოს კაბებისთვის, თუმცა მისი, აბრეშუმის, ხავერდის გამოყენება სპორტული თარგისთვისაც შეიძლება.

- რაც შეეხება სამოსის ტონალობას, რას გვირჩევ ამ თვალსაზრისით?

- უფრო სიჭრელეა მოდაში, ასევე არა კლასიკური, ცოტა უაზრო, მჭახე და ნათელი ფერების შეხამება. ამ საკითხში მოდა ძალიან არეულია, თუმცა სპორტული სტილის გავლენა ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. დიზაინერები ცდილობენ, თავიანთი ფეხსაცმელი გაასპორტულონ და ბოტასს დაამსგავსონ, რომლის მორგებაც შესაძლებელია ყველაფერთან, მათ შორის - ჰაეროვან კაბასთან. ამ სეზონის ტენდენციების გათვალისწინებით, რაც უფრო შეუსაბამოდ უხამებ სამოსს ერთმანეთს, მით უფრო მოდური ხდები.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება