შერონ სტოუნს პარიკი ჩამოართვეს და ჰონორარის გარეშეც დატოვეს

შერონ სტოუნს პარიკი ჩამოართვეს და ჰონორარის გარეშეც დატოვეს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, შერონ სტოუნი პროდიუსერებს უჩივის. კინოვარსკვლავი საპროდიუსერო კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებს, რადგან ეს უკანასკნელი მსახიობს კანონდარღვევას აიძულებდა.

55 წლის მსახიობს ცნობილი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის ცოლის როლი უნდა შეესრულებინა ფილმში "მამა". რამდენიმე სცენა კი კუბაში გადაეღოთ. სტოუნის განცხადებით, გამგზავრების წინ პროდიუსერებმა მას კანონის დარღვევა მოსთხოვეს - მას დოკუმენტებში უნდა უნდა ჩაეწერა, რომ კუბაში არა გადაღებებისთვის, არამედ "კულტურული მიზნებით" და "პროფესიული საქმიანობისთვის" მიემგზავრებოდა.

შერონ სტოუნი რომ ამაზე დათანხმებულიყო, ის აშშ-ის კანონმდებლობის რამდენიმე მუხლს ერთროულად დაარღვევდა და შესაძლოა, ქვეყნის დატოვების ნებაც არ მიეცათ.

გამგზავრებისწინა კონფლიქტის გამო მსახიობმა საპროდუსერო კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა. შემოქმედებითი ჯგუფი იძულებული გახდა, როლისთვის სხვა მსახიობი შეერჩია და შერონთან გადაღებული სცენები ხელმეორედ გადაეღო. სამაგიეროდ, კინოვარსკვლავი ჰონორარის გარეშე დარჩა. მეტიც, პროდიუსერმა ბობ იარიმ მას იმ პარიკის დაბრუნებაც მოსთხოვა, რომელიც შერონს რამდენიმე სცენაში ამშვენებდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება