პრინტები, ყვავილები, ზოლები და კომბინეზონები ამ სეზონის ჰიტია

პრინტები, ყვავილები, ზოლები და კომბინეზონები ამ სეზონის ჰიტია

დიზაინერი თამარა კოპალიანი სისტემატურად არ ქმნის კოლექციებს, ხანდახან აქვს ჩავარდნები, მაგრამ მოსწონს პერფორმანსის ტიპის ჩვენებები. ამჟამად კომერციულ შეკვეთებზე მუშაობს.

- ამჯერად 80-იანი წლების სილუეტია მოდური, რაც ივ სენ ლორანის სახლმა წარმოადგინა და ამით უფრო მეტად აქტუალური გახდა. გარდა ამისა, თანამედროვე ტენდენციაა მიდი ქვედაბოლოები, ასევე ე.წ. ''ფენსილ'' ფორმა, ტრაპეცია და ძალიან გაშლილი ე.წ. ''სოლნცე კლიოში''.

- ვიწრო და სწორტოტიანი შარვლები ქართულმა საზოგადოებამ კარგად აითვისა, დღეს რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ?

- თუ დღეს ვიწრო შარვალს ჩაიცვამ, არ ნიშნავს იმას, რომ მოდურად არ გაცვია, მაგრამ უფრო მოდურია კომბინეზონები და დიდი ზომის შარვლები. მაინც ვფიქრობ, რაც ძალიან გიხდება, ის უნდა მოირგო.

წელს ძალიან აქტუალურია ლამაზი და განსხვავებული ჩანთები, რომლის ტარებითაც შენ უკვე ხაზს უსვამ შენი ჩაცმულობის განსაკუთრებულობას.

- დიზაინერები აქცენტს აკეთებთ ჩანთებზე, როგორი უნდა იყოს მოდური ჩანთა?

- ქლაჩები დიდად აღარაა მოთხოვნადი, რადგან ნაკლებად პრაქტიკულია, ქალბატონებს ვურჩევდი, მხარზე გადასაკიდი ჩანთები უფრო გამოიყენონ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი ჩანთებია აქტუალური, უფრო იმ ზომაზე შეაჩერეთ არჩევანი, სადაც ჩაგეტევათ პატარა ბლოკნოტი, ''კოსმეტიჩკა'' და ტელეფონი, ოღონდ ეს უნდა იყოს მხარზე გადასაკიდი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება