სოჭში ათლეტებს 100 000 პრეზერვატივს დაურიგებენ

სოჭში ათლეტებს 100 000 პრეზერვატივს დაურიგებენ

როგორც ჩანს, სოჭში, ოლიმპიური სოფლის ოფიციალური პირები ელიან, რომ სპორტსმენები ჩვეულებრივზე მეტად დატვირთულები იქნებიან. ოლიმპიელი მაღალჩინოსნები აპირებენ, რომ ათლეტებს 100 000 პრეზერვატივი დაურიგონ.

როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, "პრეზერვატივების დარიგების მიზანი შიდსის და იმუნოდეფიციტური ვირუსის პრევენციაა".

სოჭი 2 800 ათლეტს მასპინძლობს და თუ კომიტეტი პრეზერვატივებს ნამდვილად დაარიგებს, Huffingtonpost-ის გათვლით, მხოლოდ ათლეტებს, თითო ადამიანს 35 პრეზერვატივი ერგება.

"თუ პრეზერვატივები მხოლოდ ათლეტებს დაურიგდათ და არა ოლიმპიურ ოფიციალურ პირებს, ან მწვრთვნელებს, თითოეულს 35 ერგება. მათ პრეზერვატივების გამოყენება 16 დღეში მოუწევთ", - წერს Huffingtonpost.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს