როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს პაბლო პიკასოს უმცროსი ქალიშვილი?

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს პაბლო პიკასოს უმცროსი ქალიშვილი?

მნიშვნელობა არ აქვს კარგად ერკვევით თუ არა მხატვრობაში, პაბლო პიკასოს ბიოგრაფია და მისი ნამუშევრები ყველამ კარგად იცის. თუმცა, ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არც კი იცოდეს, როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ბუმბერაზი ადამიანის უმცროსი ქალიშვილი პალომა, რომელიც მამის ჩრდილს უმკლავდება და საკუთარ ბიზნესში წარმატებული ქალია.

პაბლო ოფიციალურად 2-ჯერ იყო დაქორწინებული და 3 ქალისგან 4 შვილი ჰყავს. მისი პირველი მეუღლე რუსი ბალერინა ოლგა ხოხლოვა იყო. წყვილს 1921 წელს ვაჟი პაულო შეეძინათ, რომელიც 1975 წელს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეორე შვილი მაია 1935 წელს მარია-ტერეზა ვოლტერისგან შეეძინა. მარია პაბლოს მოდელი იყო. დღეს მაია 79 წლისაა. რაც შეეხება კლოდსა და პალომას - ისინი პიკასოს ფრანგი მხატვრის და მწერლისგან ფრანსუაზა ჟილოსგან ჰყავს. კლოდი 66 წლისაა, ხოლო უმცროსი ქალიშვილი პალომა 65 წლის.

პაბლოს შვილებში ყველაზე წარმატებული კარიერა პალომამ აიწყო. ის მოდის დიზაინერი და წარმატებული ბიზნესლედია. პალომა თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე მდიდრული სამკაულების კომპანია Tiffany-სთან. ამასთან, საკუთარი სუნამოც გამოუშვა. პალომა ესპანურად ითარგმნება როგორც მტრედი. პაბლო ქალიშვილის პორტრეტებს ხშირად ხატავდა. პალომას წარმატებული კარიერა 1968 წელს დაიწყო, თუმცა თავდაპირველად სამკაულებზე არ მუშაობდა, ის პარიზში ცნობილი გახდა როგორც კოსტუმის დიზაინერი.

1971 წელს ბერძნულ საიუველირო კომპანია Zolotas-ში მუშაობდა. 1980 წელს კონტრაქტი Tiffany-სთან გააფორმა. მოგვიანებით L’Oreal-ისთვის სუნამო - "პალომა" შექმნა. ამავე წელს წარმოადგინა რამდენიმე კოსმეტიკური საშუალების, მათ შორის ტანის მოვლის ნაკრები. 1988 წელს ის მოდის ჯგუფის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს ტიტულით - "ქალები, რომლებმაც ჩვენს ინდუსტრიაზე ექსტრაორდინალური გავლენა მოახდინეს". თუმცა, როგორც ყველა ადამიანს, პალომასაც ჰქონდა კარიერაში ჩავარდნა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მამა გარდაეცვალა. მართალია სამკაულებზე აღარ მუშაობდა, მაგრამ ფილმში "უზნეო მოთხრობები" გადაიღეს. ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფილმი - მას შემდეგ გადასაღებ მოედანზე აღარ გასულა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას: პაოლა 1978 წელს რეჟისორ რაფელ ლოპეს-კამბილზე გათხოვდა. წყვილი 2000 წელს განქორწინდა. მოგვიანებით კი ექიმ ერიკ ტევენეტს გაჰყვა ცოლად.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს