ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ერთი "გაუხსნელი" რგოლი მაისურებზე დაიტანეს

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ერთი "გაუხსნელი" რგოლი მაისურებზე დაიტანეს

სოჭში ცერემონიაზე, ოლიმპიადის სიმბოლო 5 რგოლიდან, მხოლოდ ოთხი "გაიხსნა". აღნიშნულ ფაქტი არ გამოპარვიათ სოციალური ქსელის მომხმარებლებს და ფაქტის ამსახველ ფოტოებს აქტიურად ათავსებენ ინტერნეტსივრცეში.

თუმცა, ეს ფაქტი მხოლოდ ინტერნეტმომხმარებელთა ქილიკის საგანი არ გამხდარა, უკვე დაამზადეს მაისური, სადაც ერთი რგოლი "გაუხსნელია". მაისურის ფოტო დიზაინერმა და ბლოგერმა მაიკლ მილერმა "ტვიტერში" ატვირთა.

"ეს არ არის ფოტოშოპი. ამ მაისურს "სოჭის პრობლემების რგოლები" ქვია და საცალო ვაჭრობაში იყიდება. მისი ღირებულება 24.95 დოლარია", - ასეთი ტექსტი ერთვის ფოტოს.

შეგახსენებთ, სოჭში, მოსკოვის დროით 20:14 სთ-ზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაიწყო. ცერემონიაზე, ოლიმპიადის სიმბოლო 5 რგოლიდან, მხოლოდ ოთხი "გაიხსნა". ფაქტის ამსახველი ფოტო "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე BBC-მაც განათავსა. 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა 23 თებერვალს დაიხურება.

მომზადებულია Huffingtonpost-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს