"არმენტელის" ქართველი კომერციული დირექტორი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს

"არმენტელის"  ქართველი კომერციული დირექტორი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ცახკაძორში "არმენტელის" კომერციული დირექტორი, 35 წლის არჩილ მაღრაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ "გაზეტა.რუ" წერს.

"არმენტელი" ,  "ბილაინის" ბრენდით მოქმედი რუსული კორპორაცია "ვიმპელკომის" შვილობილი კომპანიაა.

როგორც სომხეთის პოლიციის პრეს-სამსახურში განაცხადეს, მაღრაძის ცხედარი დასასვენებელ ზონაში იპოვეს, სადაც წინასწარი ვერსიით, ის სნოუბორდით სრიალს აპირებდა. შეტყობინება იმის, შესახებ, რომ მაღრაძე ზარს არ პასუხობდა, პოლიციაში წინა დღით შევიდა, ორშაბათს კი ის გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. პოლიციას არ დაუზუსტებია ეს უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა - მიმდინარეობს გამოძიება.

ცნობილია ისიც, რომ მოშორებით მაღრაძის კუთვნილი Hyundai-ს მარკის ავტომობილიც აღმოაჩინეს.

როგორც სომხეთში "ბილაინის" პრეს-მდივანმა განაცხადა, არჩილ მაღრაძე "არმენტელის" კომერციული დირექტორის პოსტს 2013 წლის ივლისიდან იკავებდა.

მაღრაძეს  ცოლი და 4 შვილი დარჩა.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია