„70-იანი წლების შემდეგ მოდა გაიყინა...“

	 „70-იანი წლების შემდეგ მოდა გაიყინა...“

დიზაინერ მარინა ხორავას თავის სტუდია-სახელოსნოში შევხვდით, სადაც ის სტუდენტებიც დაგვხვდნენ, რომელთაც იმ დღეს ლექცია ჰქონდათ. მაია ნიკოლაძემ და ირმა ციქუბაძემ საკუთარი ნამუშევრების შესახებ თავადვე გვიამბეს, არასაპალტოე ნაჭრებით შექმნილი პალტოები, სხვადასხვა ქსოვილის სინთეზი და კონტრასტული ფერების შერწყმა, ეს ის დეტალებია, რაც მათ კოსტიუმებს სხვებისგან გამოარჩევს.… იქვე ვნახეთ ნინკა კაციტაძის გრაფიკული დიზაინი. მართალია, ჩვენი რესპონდენტის ამჟამინდელი საქმიანობა ძირითადად სტუდიაში სტუდენტებთან მუშაობით შემოიფარგლება, მაგრამ მარინა ხორავამ „რეიტინგს“ რჩევები თანამედროვე ტენდენციების შესახებაც მისცა...

- ეს პალტოები ჩემმა სტუდენტებმა ჩემი ჩარევის გარეშე შექმნეს. ჩვენ ერთად ვცდილობთ, დავარღვიოთ წესები. რაც უფრო ამოვარდნილია სამოსი ჩარჩოები-დან და „უწესოა“, მით უფრო საინტერესოა, სწორედ ამიტომ გამოვიდა ჩემი გოგონების კოსტიუმები საინტერესო. როგორც ხედავთ, ძირითადად პასტელური ფერები აქვთ გამოყენებული, მაქმანი, ხელით ნაქარგი და ბეწვი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ფერები კი კონტრასტულია, თუმცა ამოვარდნა არ იგრძნობა.

- წლევანდელი ცივი სეზონის ტენდენციებზე, ფერებზე რას გვეტყვით?

- ჩემთვის მისაღებია ყველა ფერი - თეთრიდან დაწყებული შავით დამთავრებული, მთავარია, ის სწორად იყოს შერჩეული, სამოსის ტონალობა მომგებიანია მაშინ, როცა ის ადამიანს უხდება. დიზაინში ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მე მუშაობას სწორედ ამ საკითხიდან ვიწყებ, ვარჩევ ფერს და მერე ვქმნი დიზაინს. შეიძლება, ყვითელი პალტო არ იყოს მოდური, მაგრამ იმდენად ეფექტურმა ქალმა ჩაიცვას, რომ ის სამოსი აქტუალურად გეჩვენოთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება