შეუხამეთ ერთმანეთს თხელი და სქელი ქსოვილები

შეუხამეთ ერთმანეთს თხელი და სქელი ქსოვილები

დიზაინერი ტატუნა ნიკოლაიშვილი ყველა სეზონზე მუშაობს კოლექციაზე, რომელიც შემდეგ უკრაინის მოდის კვირეულზე გააქვს. გარდა ამისა, ყოველ წელს იღებს მონაწილეობას პარიზის შოურუმში და ასევე სოფო ჭყონიას ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაში. რაც შეეხება უშუალოდ კოლექციას, სახელწოდებით ''კოსმოსი'', რომელიც არ არის ბოლომდე პრეტ-ა-პორტე და შეიცავს არტის ელემენტებს, შექმნილია უმეტესად შალის ქსოვილისგან. ფერების თვალსაზრისით აქცენტი გაკეთებულია ბორდოსფერზე, შავზე, თეთრზე, ყავისფერსა და რუხზე. ეს სახელი კი დიზიანერმა კოსტუმების ფორმების გამო შეარჩია.

- ამ სეზონზე აქტუალურია შავი ფერი, ასევე თეთრი კოსტუმები, ბორდოსფერი, მუქი მწვანეც, თუმცა პირადად მე არ მიყვარს ეს ფერი. ამასთანვე მოდურია საინტერესოდ გაკეთებული პრინტიანი ქსოვილები, ოღონდ ამაში მაისურზე მარტივად დატანილ პრინტს არ ვგულისმოხბ, თვითონ დაპრინტული ფაქტურაზე გესაუბრებით.

- შალთან ერთად სქელი ნაქსოვიც აქტუალური იყო...

- კი, მაგრამ მასობრივი გახდა, მოდა კი მუდმივად ახლის ძიებაშია. მე 5 წლის წინ მქონდა ჩვენება, რომელსაც ''ნაწნავი'' ერქვა და წარმოდგენილი იყო ნაქსოვი ჟაკეტები, რომელზეც ხელით იყო ნამუშევარი, ახლა კი ეს სქელი ნაქსოვი ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალობას.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება