მაღაზიებში თმიანი მანეკენები გამოჩნდნენ

მაღაზიებში თმიანი მანეკენები გამოჩნდნენ

ნიუ-იორკში ამერიკული ბრენდის American Apparel-ის ქალის თეთრეულის კოლექციამ ადგილობრივების ყურადღება მიიპყრო - მაღაზიის ვიტრინებში თეთრ სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი თმიანი მანეკენები განათავსეს.

როგორც მენეჯერმა დი მაილსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, "დროა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, თუ რა არის ლამაზი და რა სექსუალური".

ბრენდის პიარ-კამპანიას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბრენდი პროვოკაციულ სარეკლამო ბანერებსა, თუ ფოტოსესიებს აწყობს.

მათი მოდელების ნაწილი არასრულწლოვანია და ისინი ნახევრად შიშვლები პოზირებენ. როგორც ბრენდის დიზაინერები ამბობენ, დროა, ქალების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს და მათ თავად გადაწყვიტონ, რა უფრო სასურველია მათთვის.

მომზადებულია gothamist.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს