"მაია ასა­თი­ა­ნი ჩე­მი და­ქა­ლი არ გე­გო­ნოს" - ანასტასია ხაჩიძე

"მაია ასა­თი­ა­ნი ჩე­მი და­ქა­ლი არ გე­გო­ნოს" - ანასტასია ხაჩიძე

ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი, 7 წლის ანას­ტა­სია ხა­ჩი­ძე­, მომ­ღე­რალ ზუ­რა ხა­ჩი­ძის შვი­ლი და ნი­ნი ქარ­სე­ლა­ძის და­ა. ანას­ტა­სია ან­ტუ­ან დე სენტ ეგ­ზი­უ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ფრან­გული სკო­ლის მე­ო­რე კლას­ში სწავ­ლობს და ძა­ლი­ან მოს­წონს სკო­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით ფრან­გუ­ლი და მა­თე­მა­ტი­კა უყ­ვარს. იგი საკ­მა­ოდ გუ­ლახ­დი­ლი და ენაწყ­ლი­ა­ნი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, - დიდ­ხანს მე­სა­უბ­რა, ბო­ლოს მად­ლო­ბა ფრან­გულ ენა­ზე გა­და­მი­ხა­და და და­მემ­შვი­დო­ბა. თუ რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევს მო­მა­ვალ­ში, ამას ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყ­ობთ:

- ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­თე­მა­ტი­კა მიყ­ვარს, იცი, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ კარ­გად ვი­ცი. კარ­გად ვმღე­რი. ახალ წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით სკო­ლა­ში სპექ­ტაკლს ვდგამთ და ჩემს თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად უნ­და ვიმ­ღე­რო. სპექ­ტაკ­ლი მე­ო­რე სე­მეს­ტრშიც გვექ­ნე­ბა, სა­დაც როლს მომ­ცე­მენ.

- "ქუ­ჩის ბი­ჭებს" არ ამ­ღე­რებ კონ­ცერ­ტზე?

- არა, იმი­ტომ რომ დი­დე­ბი არი­ან და სცე­ნა­ზე ვერ და­ე­ტე­ვი­ან (ი­ცი­ნის), პა­ტა­რა სცე­ნაა და იქ პა­ტა­რე­ბი მღე­რი­ან.

სა­უ­ბარ­ში "პი­კა­სო" (ი­რაკ­ლი ნო­ზა­ძე) ჩა­ერ­თო და ანას­ტა­სი­ას მი­მარ­თა: იმის თქმა და­გა­ვიწყ­და, მწა­რე ჩქმე­ტის გა­მო შეჭ­მას რომ გი­პი­რებ.

- მე კი­დევ შენ გა­გა­ნად­გუ­რებ. (ი­ცი­ნის).

- წიგ­ნე­ბის კითხ­ვა გიყ­ვარს?

- ძა­ლი­ან, ზოგ­ჯერ კითხ­ვის დროს ჭა­მაც კი მა­ვიწყ­დე­ბა. "რო­ბინ ჰუ­დი" წა­ვი­კითხე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ჩე­მი ძი­ძა - ტა­ნი­ა მი­კითხ­ავს ხოლ­მე რუ­სულ ზღაპ­რებს, თან წე­რა-­კითხ­ვა­საც მას­წავ­ლის.

- "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" შეს­რუ­ლე­ბით რო­მე­ლი სიმ­ღე­რა მოგ­წონს?

- "თოვ­ლი მო­სუ­ლა".

- დი­დი რომ გა­იზ­რდე­ბი, ვინ უნ­და გა­მოხ­ვი­დე?

- მომ­ღე­რა­ლი. რო­ცა სა­მი წლის ვი­ყა­ვი, მა­შინ პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა "ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი" ჩავ­წე­რე. მაგ­რამ ახ­ლა ეს აღარ მომ­წონს (სა­ხის მი­მი­კე­ბით გად­მოს­ცა გან­წყო­ბა).

- ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბი.

- გე­თან­ხმე­ბით, მსა­ხი­ო­ბო­ბა მირ­ჩევ­ნი­ა. ასე­ვე ძა­ლი­ან მომ­წონს ფრან­გუ­ლი ცეკ­ვე­ბი.

- ანას­ტა­სია, ჩუ­მად მი­თ­ხა­რი, ისე რომ მა­მი­კომ არ გა­ი­გოს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- მა­მი­კომ ყვე­ლა­ფე­რი იცის. კლას­ში სა­მი ბი­ჭი გვყავს და სა­მი­ვეს ვუყ­ვარ­ვარ. რო­ცა რა­მეს ვთხოვ, მა­შინ­ვე მის­რუ­ლე­ბენ­.მაგ­რამ არც ერ­თი არ მომ­წონს. ზოგ­ჯერ ბი­ჭე­ბი მაბ­რა­ზე­ბენ და ამი­ტომ ვცემ ხოლ­მე. სა­მი­ვე ბიჭს ჩე­მი ძა­ლი­ან ეში­ნია (იცი­ნის). ჩემს ძი­ძა ტა­ნი­ას ძა­ლი­ან უნ­და, რომ კა­რა­ტე­ზე ვია­რო.

- ნი­ნი ხომ არ გაბ­რა­ზებს?

- რო­ცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ნი­ნის ფეხ­საც­მე­ლს, ტან­საც­მე­ლს ვპა­რავ­დი და ეგ­რე დავ­ბა­კუ­ნობ­დი ხოლ­მე. ნი­ნი ბრაზ­დე­ბო­და და მიყ­ვი­რო­და, გი­ჟი ხარ, გო­გო­ო, აი ასე (სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით ნი­ნის გა­ა­ჯავ­რა) ნი­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჟე­ნე­ვა­ში გაფ­რინ­და 10 დღით. უკ­ვე მე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ ჟე­ნე­ვი­დან ქალ­თევ­ზას კუ­დი უნ­და ჩა­მო­მი­ტა­ნოს და მი­ხა­რი­ა.

- ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვი­ნა­ა?

- აზ­რზე არ ვარ, იმი­ტომ რომ პო­ლი­ტი­კას არ ვუ­ყუ­რებ.

- არც ძვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლი იცი?

- მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლის გვა­რი გა­მი­გია და ნა­ნა­ხიც მყავს ტე­ლე­ვი­ზორ­ში, ახა­ლი არ ვი­ცი, ვი­ნა­ა. მგო­ნი გი­ორ­გი ჰქვი­ა, გვა­რი და­მა­ვიწყ­და.

- არ გინ­და პრე­ზი­დენ­ტი იყო?

- არა­ა, არც კა­ბი­ნე­ტი მინ­და და არც მან­ქა­ნე­ბი.

- მე­რი ვინ არის?

- მე­რი გო­გოს სა­ხე­ლია და ჩემს კლა­სელს ჰქვი­ა.

- პარ­ლა­მენ­ტი რას ნიშ­ნავს?

- სი­გა­რეტს.

- შე­ნი მა­მი­კო ად­რე არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, იცი, რა არის არ­ჩევ­ნე­ბი?

- არ­ჩევ­ნე­ბის პლა­კა­ტი მაქვს სახ­ლში. მა­მი­კოს ად­რე ვყავ­დი არ­ჩევ­ნებ­ზე. მე დრო­შე­ბი მე­ჭი­რა ხელ­ში, მა­მი­კოს ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბი რა არის, არ მახ­სოვს.

- ასის­ტენ­ტი რას ნიშ­ნავს?

- რო­ცა მომ­ღე­რა­ლი ხარ, მაგ­რამ ზარ­მა­ცობ და გინ­და, რომ სულ ვი­ღა­ცამ რა­ღაც გა­გი­კე­თოს­. ა­სის­ტენ­ტი იგი­ვე და­მ­ხმა­რე­ა, გი­გეგ­მავს შეხ­ვედ­რებს, რო­ცა სად­მე გა­და­ცე­მა­ში გე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ის ათან­ხმებს. მე მხო­ლოდ ჩე­მი მა­მი­კოს დამ­ხმა­რე ვარ.

- ჯა­რი რას საქ­მი­ა­ნობს?

- ადა­მი­ანე­ბი ჯარ­ში მი­დი­ან, მე­რე კი ომ­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და თა­ვის ქვე­ყა­ნას იცა­ვენ.

- ანას­ტა­სია, რა­ზე ოც­ნე­ბობ?

- კარ­გად რომ ვი­ყოთ. რო­ცა ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ვარ მა­მი­კოს­თან ერ­თად, ან მა­ღა­ზი­ა­ში, ან სად­მე სხვა­გან, ქუ­ჩა­ში იმ ხალხს ვხვდე­ბით, ვი­საც ფუ­ლი არა აქვს და ვეხ­მა­რე­ბით ხოლ­მე. სკო­ლა­შიც ვაგ­რო­ვებთ მზრუნ­ვე­ლო­ბამოკ­ლე­ბუ­ლი პა­ტა­რე­ბის­თვის ნივ­თებს და მეც წა­ვი­ღე.

- ფეხ­ბურ­თი თუ გიყ­ვარს?

- კი, სკო­ლა­ში ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ და კარ­ში ვდგა­ვარ. ჩემს კარ­ში გოლს ვე­რა­ვინ აგ­დებს.

- საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი...

- მე­რა­ბი (მე­რაბ ჟორ­და­ნი­ა, ანას­ტა­სი­ას ბი­ძა), საყ­ვა­რე­ლი კლუ­ბი კი ჰო­ლან­დი­ის "ვი­ტე­სი". მე­რა­ბი რომ ჩა­მო­დის ხოლ­მე, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი ჩა­მო­აქვს ჩემ­თვის, რო­ცა მე მივ­დი­ვარ ჰო­ლან­დი­ა­ში ბი­ძას­თან, ხა­ჭა­პუ­რე­ბი და ჩურ­ჩხე­ლე­ბი მი­მაქვს. ჩემს ბი­ძაშ­ვი­ლებს - ლე­ვანს და კა­ხის ფეხ­ბურთს ვე­თა­მა­შე­ბი ხოლ­მე.

- რო­მე­ლი გა­და­ცე­მე­ბი მოგ­წონს?

- არც ერ­თი. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სა­ბავ­შვო არ­ხე­ბი მაქვს და იმას ვუ­ყუ­რებ, იქ ლო­გი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბია ხოლ­მე. პირ­ვე­ლად მა­ი­ას გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" გა­მო­ვე­დი და ვიმ­ღე­რე. ყურ­ში გეტყ­ვი რა­ღა­ცას (მე­ჩურ­ჩუ­ლე­ბა): მაია ასა­თი­ა­ნი ჩე­მი და­ქა­ლი არ გე­გო­ნოს.

- მა­ლე თოვ­ლის ბა­ბუა მო­ვა, რა გინ­და, რომ მო­გი­ტა­ნოს?

- ქვეყ­ნის რა­ღაც. ჯერ არ მი­მი­წე­რია წე­რი­ლი, მაგ­რამ თქვენ და­წე­რეთ გა­ზეთ­ში, რომ მო­მი­ტა­ნოს ნამ­დვი­ლი გი­ტა­რა, კი­დევ სა­თა­მა­შო ძაღ­ლი, რო­მე­ლიც თავს აქა­ნებს და ყეფს. თოვ­ლის ბა­ბუა ლაპ­ლან­დი­ი­დან მო­დის სა­ჩუქ­რე­ბით და ნაძ­ვის ხის ქვეშ გვი­ტო­ვებს.

თეკლა ტუღუში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება