მირანდა კერი ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის კაბაში

მირანდა კერი ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის კაბაში

30 წლის სუპერმოდელი მირანდა კერი ლოს-ანჯელესში გამართულ Jaguar F-TYPE Global Reveal-ის გრანდიოზულ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის სამოსით მივიდა.

ვარსკვლავის საღამოს გარდერობზე ლონდონში მოღვაწე დიზაინერმა დევიდ კომამ, იგივე დავით კომახიძემ იზრუნა. Victoria's Secret-ის ყოფილ მოდელს მოკრძალებული ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც ქალის სილუეტს იდეალურად გამოკვეთდა. კაბის ქვედატანი სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული თეთრი ხაზებით იყო მოხატული. მირანდას თმა მაღლა ჰქონდა აწეული და თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.

დავით კომახიძე თბილისში დაიბადა. სახვით ხელოვნებას სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა. თუმცა მის კარიერაში გარდამტეხი ეპიზოდი ლონდონის მოდის კვირეულს უკავშირდება. მისი კოლექციით აღფრთოვანდნენ ცნობილი ბაიერები და მოდის კრიტიკოსები - არც ფინანსურმა წარმატებამ დააყოვნა და დიზაინერს ბევრი სპონსორი გამოუჩნდა. მისი რუსი მეუღლე საშაც დიზაინერია, რომელიც დევიდ კომას ბრენდს კურირებს.

დევიდ კომას სამოსს ატარებენ ევა ლონგორია, ხლოე კარდაშიანი, ნატალია ვოდიანოვა, ჯენიფერ ლოპესი, ნაომი კემპბელი, ქეთი მელუა, ბიონსე, ლედი გაგა, რიანა, მეგან ფოქსი, კაილი მინოუგი, მაილი საირუსი, მარია შარაპოვა, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი და ჯენიფერ ლოურენსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება