კრისტენ სტიუარტმა რობერეტ პატინსონს დაქორწინება შესთავაზა

კრისტენ სტიუარტმა რობერეტ პატინსონს დაქორწინება შესთავაზა

არ არის გამორიცხული "ბინდის" ვარსკვლავები - რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი უახლოეს მომავალში დაქორწინდნენ. ასეც მოხდება, თუ წყვილის შესახებ გავრცელებული ბოლო ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა.

ჯურნალ Life & Style-ს ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ ცოტა ხნის წინ კრისტენმა რობერტს დაქორწინება შესთავაზა, ის კი მიღებულ წინადადებაზე ფიქრობს.

"ისინი ცოტა ხნით ერთად გაემგზავრნენ, რათა თავიანთი მომავალი განეხილათ და მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ არ შეუძლიათ, - აღნიშნა წყარომ, - ქორწინება, უდავოდ, მათი განხილვის თემა იყო. ისინი ერთამნეთისგან განუყოფელნი არიან და სულაც არ გამიკვირდება, თუ მოულოდნელად უბრალოდ ერთად გაიპარებიან!".

წყაროს თქმით, კრისტენი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მათ თავი ერთმანეთს უნდა მიუძღვნან. "რობერტი ძლიერ არის მასზე მიჯაჭვული, თუმცა იცის, რომ კრისტენთან ურთიერთობა დამღუპველია. პატინსონის ყველა მეგობარი ცდილობს დაარწმუნოს მსახიობი, რომ წინადადებას არ დათანხმდეს, სისულელე არ ჩაიდინოს და საკუთარ მომავალზე იფიქროს", - ამბობს ინფორმატორი.

შეგახსენებთ, რომ ვამპირების საგა "ბინდის" ვარსკვლავების დაშორების მიზეზი ღალატია - კრისტენმა პარტნიორს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა.

მომზადებულია Life & Style-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება