თამარ ჩერგოლეიშვილს ივანიშვილის გონებრივ მონაცემებში ეჭვი ეპარება

თამარ ჩერგოლეიშვილს ივანიშვილის გონებრივ მონაცემებში ეჭვი ეპარება

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ireport.cnn.com-ზე გამოქვეყნებულ მსოფლიოს უჭკვიანეს ცოცხალ ადამიანთა რეიტინგს ეხმაურება, რომლის პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია დასახელებული.

რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს ცნობილი ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი და კორეელი ვუნდერკინდი კიმ უნგ-იონგი ჩამორჩებიან.

"სტუდენტების ფოტოს გადაღებისთვის დაჭერა და თხის დაკავება რომ უცნაურ მოქმედებად მოგეჩვენოს და რეალისტურად მიიჩნიო, რომ სიენენის ბლოგზეც ასე ჩათვალეს, მესმის.

მაგრამ, აი ბიძინა ივანიშვილს რომ სტივენ ჰოკინგის წინ დააყენებენ გონებრივი მონაცემებით და თინა ხიდაშელი და დიანა ტრაპაიძე რომ აღტყინებით აშეარებენ - არა", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ireport.cnn.com-ზე სტატიების გამოქვეყნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსოფლიოს 10 უჭკვიანესი ადამიანის "რეიტინგი" Humbald-ის სახელით დარეგისტრირებულმა ინტერნეტ-მომხმარებელმა 13 ივლისს განათავსა. Humbald-ის შედგენილი ათეული ასე გამოიყურება:

1. ბიძინა ივანიშვილი

2. სტივენ ჰოკინგი

3. კიმ უნგ-იონგი

4. პოლ ალენი

5. რიკ როსნერი

6. გარი კასპაროვი

7. სერ ენდრიუ უაილსი

8. ჯუდიტ პოლგარი

9. კრისტოფერ ჰირატა

10 ტერენს ტაო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს