საქართველოში საერთაშორისო ფესტივალი "ოაზისი" პირველად გაიმართა

საქართველოში საერთაშორისო ფესტივალი "ოაზისი" პირველად გაიმართა

საერთაშორისო ფესტივალი "ოაზისი" საქართველოში პირველად გაიმართა. მუსიკის მოყვარულებს 2 დღის განმავლობაში შეეძლოთ მათთვის საყვარელი ბენდების მოსმენა. ფესტივალზე როგორც ქართველი,  ასევე უცხოელი შემსრულებლები გამოვიდნენ. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ცნობილი მომღერლები და ჯგუფები, როგორებიც არიან Jahcoozi (Germany), Juveniles (France), WhoMadeWho (Denmark), mumi troll.

"მადლობა ყველას, ვინც აქ ჩამოსვლა შემოგვთავაზა. დღეს თქვენთვის როგორც ახალ, ასევე ძველ ჰიტებს შევასრულებთ", - განაცხადა ჯგუფი "მუმი ტროლის" წევრმა ილია ლაგუტენკომ.

"მოხარულები ვართ საქართველოში რომ ჩამოვედით. ჩვენი ბენდი 10 წლის წინ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ერთად ვმუშაობთ", - ამბობს ჯგუფი WhoMadeWho-ის წევრი თომას ჰოფთინგი.

გარდა კონცერტებისა, ფესტივალი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებითაც გამოირჩეოდა.

ფესტივალი მცხეთაში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული და ლატვიური კომპანიების "ემ ეს ივენთსისა" და "ლაივ კონცერტის" ორგანიზებით ჩატარდა.

ნინო ჭანია

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება