სილვესტერ სტალონეს 91 წლის დედა: "პლასტიკის გამო ციყვს ვგავარ!"

სილვესტერ სტალონეს 91 წლის დედა: "პლასტიკის გამო ციყვს ვგავარ!"

ჰოლივუდის მსახიობის, სილვესტერ სტალონეს დედა, ჯეკი პლასტიკური ქირურგიაზე დამოკიდებულებისთვის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ. მრავალრიცხოვანმა ოპერაციებმა რიგით მესამე გულის შეტევაც კი გამოიწვია. ახლა კი ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-თან საუბრისას აღიარებს, რომ ზედმეტი მოუვიდა.

91 წლის ქალის ფოტოები გამაოგნებელია: მისი სახე პლასტიკური ოპერაციებითა და ბოტოქსის ინექციებით საშინლად დამახინჯებულია.

"ციყვს დავემსგავსე, რომელსაც პირი თხილით აქვს სავსე",- ამბობს ქალი.

მიუხედავად ამისა, მხცოვანი სტალონე აცხადებს, რომ გაჩერებას არ აპირებს და პლასტიკის გაკეთებას გააგრძელებს. მაგრამ დასძენს, რომ პლასტიკური პროცედურებიდან ამჟამად მხოლოდ ქიმიურ პილინგს იყენებს.

"ბოტოქსი არ მჭირდება, იმას, რაც მე მინდა, მისი დახმარებით ვერ მიაღწევ",- დასძენს იგი.

ქალი აღიარებს, რომ სიკვდილის არ ეშინია, მაგრამ სანამ ძალა შესწევს, საზოგადოებაში გასვლაზე უარის თქმას არ აპირებს. მისი თქმით, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო ჯანსაღი საუზმეა, რომელიც ისპანახისა და მოხარშული კვერცხისგან შედგება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.