ავიაკომპანია, რომელიც მესტიის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს, ტენდერით შეირჩევა

 ავიაკომპანია, რომელიც მესტიის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს, ტენდერით შეირჩევა

ავიაკომპანია, რომელიც მესტიის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს, ტენდერით შეირჩევა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, სამინისტრო ზაფხულში მესტიის მიმართულებით ფრენების დასაწყებად დოტაციური პროექტის ოპტიმალურ ვარიანტს ამუშავებს.

"ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი მომსახურე ავიაკომპანია ტენდერით შეირჩევა თუ კონკურსის წესით. ასევე დგინდება მარშრუტი - თბილისი-მესტია თუ თბილისი-ქუთაისი-მესტია",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე პროექტის ფარგლებში ფრენებს განახორციელებს AN 28 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც ავიაკომპანიას სარგებლობაში სამინისტრო გადასცემს და მგზავრობა სამინისტროს ვარაუდით ხელმისაწვდომი იქნება.

მესტია-თბილისის რეისები 2 წლის წინ სრულდებოდა და მას სახელმწიფოს მიერ ლიზინგით აღებული კანადური წარმოების თვითმფრინავით, კანადური კომპანიის - Kenn Borek Air-ის ეკიპაჟი მართავდა.

ერთი წლის განმავლობაში ამ რეისით 4 035-მა ადამიანმა იმგზავრა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ