პატინსონი და სტიუარტი რომანის დამალვას ცდილობენ

პატინსონი და სტიუარტი რომანის დამალვას ცდილობენ

ვამპირული საგა "ბინდის" ბოლო ნაწილმა უკვე დიდი ხანია მსოფლიო კინოთეატრები მოიარა, ფანტასტიური შემოსავალიც მოიტანა, DVD-ზეც გამოვიდა და ჰოლივუდის დიდების ხეივანზე ვარსკვლავის სახით კვალიც დატოვა. ვარაუდობდნენ, რომ ამით დასრულდებოდა სერიალის ვარსკვლავთა რობერტ პატინსონისა და კრისტენ სტიუარტის რომანიც - ისინი აღარ არიან ვალდებულნი სურათის წარმატებისთვის შეყვარებულების როლი რეალურ ცხოვრებაშიც ითამაშონ, თუმცა წყვილი კვლავინდებურად ერთადაა.

ცოტა ხნის წინ მათ ნიუ-იორკში რამდენიმე დღე გაატარეს და ცნობისმოყვარე უცხო თვალისგან დამალვას ცდილობდნენ. პაპარაცებმა ისინი კენედის სახელობის აეროპორტში გამოიჭირეს, როდესაც ლოს-ანჯელესის მიმართულებით გასამგზავრებლად რეგისტაციას გადიოდნენ.

აეროპორტში მისვლამდე კი 23 წლის კრისტენი და 26 წლის რობერტი რესტორანში სადილობისას ნახეს. წყვილი პრესის გადაჭარბებულმა ყურადღებამ დაღალა.

ღირსშესანიშნავ წვეულებებზე მსახიობები ბოლო დროს ცალ-ცალკე დადიან. Met Ball-ის გახნის ცერემონიალზე  პატინსონი სტიუარტის გარეშე გამოჩნდა.

მომზადებულია Just Jared-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება