ჯასტინ ბიბერმა ვიქტორია ბექჰემს სიმღერის სურვილი დააკარგვინა

ჯასტინ ბიბერმა ვიქტორია ბექჰემს სიმღერის სურვილი დააკარგვინა

ჯასტინ ბიბერმა ვიქტორია ბექჰემს სიმღერის სურვილი დააკარგვინა. ვიქტორიამ შვილები, რომეო და კრუზი, O2-ის მოედანზე გამართულ ჯასტინის კონცერტზე წაიყვანა. კონცერტიდან დაბრუნებულმა ვარსკვლავმა კი განაცხადა, რომ სცენას აღარასდროს დაუბრუნდება.

Spice Girls-ის ყოფილმა სოლისტმა ჯგუფის დანარჩენ წევრებს კატეგორიულად უთხრა, რომ მისი იმედი აღარასდროს ჰქონდეთ. ახლა გოგონათა ბენდი ვიქტორიას შემცვლელს ეძებს. ცნობილია, რომ Spice Girls-ის  4 კაციანი შემადგენლობა მეხუთე გოგონას რეალითი-შოუს დახმარებით ამოარჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია სცენას საბოლოოდ ჩამოშორდა, ვარსკვლავი უსაქმურად ნამდვილად არ იქნება. 4 შვილის დედა და წარმატებული დიზაინერი ბიზნესის გაფართოებაზე მუშაობს და სექტემბერში მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახალ კოლექციასაც წარუდგენს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება