მანოლო ბლანიკი: "ენ ჰეტეუეი საკმაოდ უფერული ქალია"

მანოლო ბლანიკი: "ენ ჰეტეუეი საკმაოდ უფერული ქალია"

"განკიცხულნში" შესრულებული როლი ენ ჰეტეუეისთვის წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მოდის სამყაროში აღიარებული დიზაინერები მისადმი არც ისე გულმოწყალენი არიან. ცნობილი დიზაინერი მანოლო ბლანიკი გამოტყდა, რომ ამ მსახიობში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და მას "ნაკლებ დასამახსოვრებელი" უწოდა.

იმავე ფილმში მონაწილეობისა და "ოსკარის" მიღების გამო ენი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი ატეხა "ოსკარის" ცერემონიაზე მისმა კაბამ, რომელშიც მკერდი საკმარისზე მეტად უჩანდა. იმასაც ამბობენ, რომ ენის მკერდმა ანჯელინა ჯოლის შარშანდელი ფეხიც კი დაჩრდილა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ მკერდმაც კი "ვერ უშველა" დიზაინერების წრეში მსახიობის იმიჯს.

ფეხსაცმლის დიდოსტატმა, მოდის მეტრმა მანოლო ბლანიკმა აღნიშნა: "ენ ჰეტეუეი სიმპათიურია? დიახ. შესანიშნავი მსახიობია? დიახ. მაგრამ პირადად მე არც კი მახსოვს ის. რა არის მასში განსაკუთრებული? სწორად გამიგეთ, არ ვამბობ, რომ ულამაზოა ან სუსტად თამაშობს. უბრალოდ, არ მახსოვს ის".

თუმცა ენი ერთადერთი მსახიობი არ არის, რომელმაც მანოლოს კრიტიკა დაიმსახურა. "განკიცხულნში" ჰეტეუეის პარტნიორ ამანდა სეიფრიდსაც ვერ მოუხდენია შთაბეჭდილება დიზაინერზე. "ისინი ყველანი ერთნაირები არიან, - დაიჩივლა ბლანიკმა, - არც კი ვიცი, ვინ არის ეს ამანდა სეიფრიდი ან სხვა ვინმე. ჩემთვის ისინი ყველანი ერთნაირად გამოიყურებიან".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება