მარკ ჯეიკობსი მსახიობი გახდა

მარკ ჯეიკობსი მსახიობი გახდა

მარკ ჯეიკობსის ნიჭს საზღვარი არ აქვს. დიზაინერი სულ ცოტა ხნის წინ გახდა "დიეტური კოლის" კრეატიული დირექტორი, ახლა კი მსახიობობას აპირებს. მარკმა რეჟისორ ჰენრი ალექს რუბინის ფილმში Disconnect-ში ითამაშა.

სურათში დიზაინერს პარტნიორობა ჯეისონ ბეიტმანმა, ალექსანდრ სკარსგრადმა და ანდრეა რაიზბორომ გაუწიეს. სურათი მოგვითხრობს ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც ცდილობენ ებრძოლონ თანამედროვე ტექნოლოგიას - ის ადამიანებს სიმარტოვეში ყოფნას აიძულებს.

თავად 49 წლის მარკი სუტინიორის როლს ასრულებს და ასე აღწერს თავის პერსონაჟს:

"ჰარვი ისეთი სუტინიორიც არაა, რომელიც ქუჩაში გოგონებს აგროვებს და შემდეგ ნარკოტიკებზე სვამს. ის უბრალოდ თავშესაფარს აძლევს მათ. ეს არ არის ადვილი საქმე", - განაცხადა დიზაინერმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება