ნიუ-იორკის მოდის კვირეული დაიხურა

ნიუ-იორკის მოდის კვირეული დაიხურა

ნიუ-იორკის მოდის კვირეული დასრულდა. კვირეული ლარფ ლორენის შემოდგომა-ზამთრის 2013 წლის კოლექციამ დახურა.

კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა. დიზაინერმა ახალი ნამუშევრები ძველ, კოლორიტულ სტილში გადაწყვიტა. ლორენის ახალ მოდელებში შეიძლება 1920-იანი წლების ესპანელი მატადორები აღმოაჩინოთ. კოლექციაში მუქი ფერები - შავი, მწვანე და ბორდოსფერი ჭარბობს.

მოდის კვირეულზე კოლექციის წარდგენის პატივი ერგო ცნობილ დიზაინერ ვიქტორია ბექჰემსაც. ვიქტორიას კოლექციას საკმაოდ კარგი შეფასებები მოჰყვა. ტრადიციულად, მის კოლექციაში ნაცრისფერი, შავი და ბორდოსფერი ჭარბობდა. ჩვენებას მისი მეუღლე, დევიდ ბექჰემიც დაესწრო.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულში გაიმართა ისეთი ბრენდების ჩვენებები, როგორიცაა Marchesa, DKNY, Zac Posen, Michael Kors, Rag & Bone, Vera Wang, Marc Jacobs.

დიზაინერთა უმეტესობამ 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის მუქი ფერები და ოდნავ ფართე მოდელები აირჩია. გამოყენებულ მასალებს შორის ჭარბობდა ხავერდი და ატლასი. გამონაკლისი იყო Carolina Herrera-ს კოლექცია, რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა ფერთა მრავალფეროვნებით და ჭრელი სამოსით.

ჩვენებებს ჰოლივუდის ვარსკვლავები, მოდის ჟურნალების რედაქტორები და მოდის ბლოგების ავტორები ესწრებოდნენ, მათ შორის: ანა ვინტური, სარა ჯესიკა პარკერი, დრიუ ბერიმორი, უმა თურმანი, კოკო როშა, ანა სოფია რობი და მაილი საირუსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება