ვიქტორია ბექჰემს დევიდ ბექჰემის შურს

ვიქტორია ბექჰემს დევიდ ბექჰემის შურს

ვიქტორია ბექჰემი ჟურნალ Elle-ს ბრიტანული გამოცემის თებერვლის ნომრის გმირი გახდა. დიზაინერმა ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გამოცემას ინტერვიუ მისცა.

"ძალიან ძნელად ვენდობი ადამიანებს. მინდა, ცხოვრების ყველა წვრილმანს ვაკონტროლებდე. ზოგჯერ ეს სიძნელეებს მიქმნის", -აღნიშნა დიზაინერმა.

მის ბექჰემმა აღიარა, რომ მისი ყოფილი კოლეგების, ჯგუფ Spice Girls-ის წევრების და საკუთარი მეუღლის, დევიდ ბექჰემის შურს.

"როდესაც Spice Girls-ის მიუზიკლის პრემიერაზე, სცენაზე გოგონებთან ერთად ვიდექი, ვიცოდი, რომ ყველა მათ სანახავად იყო მოსული და არა ჩემს საყურებლად. იგივე ხდება, როდესაც დევიდთან ერთად სადმე მივდივარ", - აღნიშნა ვიქტორიამ.

ვიქტორიამ შვილებზეც ისაუბრა.

"ძალიან ბევრს ვმუშაობ და მინდა, რომ ჩემმა შვილებმაც გაიგონ - იმისათვის, რომ რაიმეს მიაღწიო, თავდაუზოგავად უნდა იმუშაო. ვერ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ დაძაბულმა გრაფიკმა ძალიან გადამღალა, მაგრამ ამავე დროს ჩემი ცხოვრებით ბედნიერი და კმაყოფილი ვარ", - აღნიშნა 4 შვილის დედამ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია ELLE UK-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება