სილვესტერ სტალონე საკუთარ დას სცემდა

სილვესტერ სტალონე საკუთარ დას სცემდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე ნახევარდას, ტონი-ენ ფილიტს სცემდა. მსახიობი დუმილის სანაცვლოდ, დას ფულს უხდიდა. სკანდალური ინფორმაცია მსახიობის დედამ დაადასტურა. მსახიობის ნახევარდა შარშან, 48 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

როგორც ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებს, სტალონემ დას საერთო ჯამში, დუმილის სანაცვლოდ 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. ქალბატონი თვეში 10 500 გირვანქა სტერლინგს იღებდა. მსახიობი დამატებით 31 000 გირვანქა სტერლინგით სამედიცინო ხარჯებს ფარავდა, გოგონას ფსიქიატრის დახმარება სისტემატურად სჭირდებოდა.

მსახიობის დედის ჯეკის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაგრამ სილვესტერი გამოძალვის მსხვერპლი იყო, რადგან ტონი-ენ ფილიტი, რომელიც მას მეორე ქორწინებიდან ყავდა, ნახევარძმას აშანტაჟებდა.

როგორც გაზეთი New York წერს, სასამართლოში ვარსკვლავის წინააღმდეგ სარჩელი გოგონამ 23 წლის ასაკში შეიტანა. ტონი-ენმა ძმა ძალადობაში დაადანაშაულა. "ის სტალონეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. მსახიობმა ყველა ბრალდება უარყო", - წერს გაზეთი New York, რომელიც სასამართლოს დოკუმენტებს ეყრდნობა.

მსახიობის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ოჯახური კონფლიქტის დროს, სტალონეს კარიერა წარმატებული იყო. ადვოკატებმა მას ურჩიეს, რომ ასეთ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური დისთვის თანხის გადახდა იყო.

მომზადებულია New York-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება