მულტფილმის გმირების ავეჯი

მულტფილმის გმირების ავეჯი

კანადელმა დიზაინერმა ჯადსონ ბეამონტმა ავეჯი ბავშვებისთვის შექმნა.

ავეჯი უცნაური ფორმისაა, თუმცა ძალიან კომფორტულია. შთაგონების წყარო Walt Disney Company-ს პერსონაჟები არიან. ყველა ნივთი დიზაინერმა საკუთარ კომპანიაში შექმნა, მათი ფასი 3 100 გირვანქა სტერლინგიდან იწყება.

"სიმართლე გითხრათ, ავეჯის შექმნის მოტივაცია დამკვიდრებულმა ფრაზამ "ამის შექმნას ვერ შეძლებ" მომცა. კარგია, როდესაც ყველას აოცებ და ამტკიცებ, რომ მთავარია მონდომება და ცოტა იღბალი და ყველაფერი შესაძლებელია. მიხარია, რომ საზოგადოებას ჩემი ყველა ნამუშევარი მოსწონს. კომპანიაში ყოველთვის მხიარულებაა, როგორ შეიძლება ასეთ ავეჯს ღიმილით არ შეხედო. ავეჯი მოსწონთ როგორც პატარებს, ისევე მათ მშობლებს", - ამბობს დიზაინერი. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს