ბუშტებით შექმნილი კაბები

ბუშტებით შექმნილი კაბები

35 წლის იაპონელი მხატვარ-დიზაინერი რიე ჰოსოკაი, ახალი კოლექციების შესაქმნელად ლატექსის ბუშტებს იყენებს. მისი სამოსი ყოველთვის ექსტრავაგანტულია, თუმცა ერთი ნაკლი მაინც აქვს - ადრე თუ გვიან ყველა იფუშება.

ეს ფაქტი დიზაინერს სულაც არ უშლის ხელს. ის უკვე 10 წელია, რაც ლატექსის ბუშტებს, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ტექსტილის მასალას, თავად ბერავს და მისგან კაბებს ქმნის. ამ კაბებს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: ბუშტების გაბერვით თუ ჩაფუშვით კაბისთვის ნებისმიერი ზომის მიცემაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ბიზნესი ძალიან მომგებიანია. თითოეული ბუშტი მხოლოდ 0.09 ცენტი ღირს, ხოლო მზა კაბებში დიზაინერს ათასობით დოლარს უხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კაბები დიდხანს არ ძლებს, რიეს კაბების ფასი 2000 დოლარიდან 4000 დოლარამდე მერყეობს და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ერთხელ დიზაინერს საქორწინო კაბაც შეუკვეთეს. საქორწინო ატრიბუტიკაში, რომელშიც ბუშტებისგან შექმნილი კაბა, ფატა და თაიგული შევიდა, კლიენტმა 13 000 დოლარი გადაიხადა. 

 

იხილეთ ვიდეო: ბუშტებით შექმნილი კაბები

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს