ივ სენ-ლორანს გასპარ ულელი განასახიერებს

ივ სენ-ლორანს გასპარ ულელი განასახიერებს

ფილმში, რომელსაც მე-20 საუკუნის დიზაინერ ივ სენ-ლორანზე იღებენ, მთავარ როლს ფრანგი მსახიობი, გასპარ ულელი შეასრულებს.

გავრცელებული ხმებით, სცენარის ავტორი ტომას ბიდეგენი იქნება. ფილმის რეჟისორი ბერტრან ბონელოა. გადაღებაზე მუშაობა 2013 წელს დაიწყება.

ფილმი ივ სენ-ლორანის შემოქმედებითი გზის დასაწყისზე მოგვითხრობს. სურათი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიქმნა მოდის სახლი Yves Saint Laurent და საიდან დაიწყო ლეგენდარული დიზაინერის კარიერა.

გასპარ ულელი ამ როლზე ივ სენ-ლორანთან მსგავსების გამო აარჩიეს. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ფრანგმა მსახიობმა პირველივე შეხვედრისას მოხიბლა.

აღსანიშნავია, რომ ამ ბიოგრაფიული ფილმის პარალელურად, ლეგენდარულ დიზაინერზე მეორე პროექტიც მზადდება. ეს სურათი დიზაინერისა და პერ ბერჟეს რომანის შესახებ მოგვითხრობს.

გასპარი, რომელსაც მალე მოდური სამყაროს მთავარი ნოვატორის იმიჯის მორგება მოუწევს, ფართო საზოგადოებამ გაიცნო ფილმებიდან: "ხანგრძლივი ნიშნობა" და "პარიზო, მე შენ მიყვარხარ". გარდა ამისა, მსახიობი Bleu de Chanel-ის სარეკლამო სახეა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება