დიზაინერებმა ყინულის კაბა შექმნეს

დიზაინერებმა ყინულის კაბა შექმნეს

ჟურნალმა TWELV საზოგადოებას ორიგინალური, ყინულის კაბა წარუდგინა. კაბის დიზაინერი პროფესიონალი ყინულის სკულპტორი ტაკოე ოკამოტოა, რომლის განცხადებით, ყინულის კაბის შექმნა მას ფილმში - "ნარნიის ქრონიკები" ტილდა სუნტონის იმიჯმა შთააგონა.

გაყინული კაბა, რომლის წონა დაახლოებით 2416 კგ-ია, სამი ადამიანის ძალისხმევით, მაცივარში შეიქმნა. მისი გადატანისთვის მინიმუმ 30 ადამიანი და სპეციალური ამწეა საჭირო.

ჟურნალისთვის მოწყობილი სესიის დროს, ფოტოგრაფებს მხოლოდ 30 წუთი ჰქონდათ ამ კაბის აღსაბეჭდად, რადგან ამ დროის გასვლის შემდეგ სამოსი მოდელს ტანზე ჩამოადნებოდა.

მომზადებულია TWELV-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს