"ახალი ნათების" მაღაზიებში აქცია "ყველაზე სასურველი ფასები" იწყება

"ახალი ნათების" მაღაზიებში აქცია "ყველაზე სასურველი ფასები" იწყება

"ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში იწყება აქცია სახელწოდებით "ყველაზე სასურველი ფასები".

აქცია ვრცელდება "ახალი ნათების" 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციაზე და ეს არ არის მხოლოდ წინა წლების კოლექციები, აქციაში მონაწილეობს ასევე სანათები 2012 წლის კოლექციებიდან. აქციაში წარმოდგენილ სანათებს მიენიჭა საუკეთესო და ყველაზე სასურველი ფასი, მათი რეალური ფასიდან 30-40% ფასდაკლებით. აქცია გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით "ახალი ნათების" ყველა მაღაზიაში თბილისსა და რეგიონებში.

აქციაში წარმოდგენილია სანათების ფართო ასორტიმენტი: მაგიდისა და ჭერის სანათები, ტორშერები და ბრები, ჭაღები და ტექნიკური სანათები, როგორც თანამედროვე ასევე კლასიკური და ტექნო დიზაინის.

2012 წლის 18 ოქტომბერს კომპანია ახალ ნათებას 13 წელი შეუსრულდა და ეს აქცია არის საჩუქარი კომპანიის მომხმარებლისათვის.

კომპანია "ახალი ნათება" ქართულ ბაზარზე 1999 წელს გამოჩნდა. პირველი მაღაზია-სალონი ამავე წელს დიდუბის ქუჩაზე N6-ში გაიხსნა. კომპანიამ მოკლე დროში მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. "ახალ ნათებაში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდების - Philips-ის, Artemide-ს, Osram-ის, Kolarz-ისა და Opple-ის პროდუქცია.

პროდუქცია იწარმოება: გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ჩინეთში.

წარმოდგენილი 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეცნათურები), ასევე სანათ საშუალებებს (ნტერიერისათვის, ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის).

"ახალი ნათება" უკვე 13 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 100-ზე მეტ თანამშრომელს და ფლობს 13 მაღაზია-სალონს, მათგან შვიდს თბილისში, ხოლო ხუთს - რეგიონებში (გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და მარნეული), ასევე ერთი ფრანჩაიზ-მაღაზიასა და უკვე 1 ბრენდ-მაღაზიას.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა