თიკა ჯამბურია "ახალი ხმის" ერთ-ერთი მონაწილე იქნება

თიკა ჯამბურია "ახალი ხმის" ერთ-ერთი მონაწილე იქნება

მუსიკალურ პროექტ "ახალი ხმის" დაწყებას ყველა მოუთმენლად ველით. ერთი სული გვაქვს ვნახოთ, რამდენად გაამართლებს უცხოეთში წარმატებული პროექტი საქართველოში. გადაცემა ძალიან მალე, 4 ოქტომბერს უნდა გავიდეს "იმედის" ეთერში. როგორც გავიგეთ, მისი ერთ-ერთი მონაწილე მომღერალი თიკა ჯამბურია იქნება. ისე, მგონი, ყველას გადაგვავიწყდა, რომ თიკა მომღერალია. უკვე დიდი ხანია, მას ახალი სიმღერა არ შეუთავაზებია ქართველი მსმენელისთვის.

რამდენიმე წლის წინ იურმალაში "ახალ ტალღაში" აპირებდა მონაწილეობას, თუმცა არ გაუმართლა, მოსკოვში შესარჩევ ტურში ვერ გავიდა. ბოლო დროს ქართულ პრესაში შემოქმედებითი სიახლეების ნაცვლად, თიკა იმით უფრო ჩანს, რომ მეუღლეს დაშორდა. თიკას და ბექა ხოფერიას შერიგებას ყველა ცდილობს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობენ, საბოლოოდ გადაწყვიტეს, ახალი ცხოვრება დაიწყონ. იმასაც ამბობენ, რომ ბექას სხვა უყვარს. თიკამ კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, კარიერას დაუბრუნდეს და წარსულზე აღარ იფიქროს. "ახალ ხმაში" მისი მონაწილეობის ამბის გარკვევა თავად თიკასთან ვცადე.

- თიკა, "ახალი ხმის" მონაწილეებს შორის მართლა გიხილავთ?

- ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ.

თიკასთან ამ ხანმოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ გავარკვიე, რომ თურმე, კონტრაქტის მიხედვით, "ახალი ხმის" მონაწილეებს წინასწარ იმის გამხელაც კი ეკრძალებათ, შოუში იღებენ თუ არა მონაწილეობას. ასე რომ, მართალია თიკამ არ დაადასტურა, მაგრამ გვერწმუნეთ, მუსიკალურ კონკურსში მას აუცილებლად იხილავთ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება