"ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
"გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე "რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
დღეს, "პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში "ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.
ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.