დღის ფოტო -  ქართველი ქუჩის არტისტის გაგოშას ნახატი ბრიუსელში

დღის ფოტო -  ქართველი ქუჩის არტისტის გაგოშას ნახატი ბრიუსელში

ცნობილი ქუჩის არტისტი გაგოშა (გიორგი გაგოშიძე) ბრიუსელში გამოფენილ საკუთარ ნამუშევარს აქვეყნებს და წერს:

"ბრიუსელში, ამ ნახატის გაკეთების დროს, შორიახლოს ქალი გაჩერდა, ერთხანს მიყურა, მერე მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა.

ვთხოვე, პოლიციაში თუ რეკავთ, გათიშეთ, ცუდს არაფერს ვაკეთებ, ჩემს ქვეყანაში რთული სიტუაციაა და ეს ნახატიც ამას უკავშირდება - მეთქი...

დაეჭვებულმა მკითხა, საიდან ხარო და სოციალური ქსელი გამომართვა.

დღეს შეტყობინება დამხვდა: ერთი ქართველი პოეტის ფრანგულად ნათარგმნი ლექსი წავიკითხე, ერთ ქართულ ცეკვას ვუყურე, ორიც ფოლკლორული სიმღერა მოვისმინე, რამხელა კულტურა გქონიათ, თქვენი ხალხი მეტ პატივისცემას იმსახურებს ხელისუფლებისგანო".