ავტორი:

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო კომიტეტი ავრცელებს.

ივანოვი 49 წლისაა. 1999-2012 წლებში მუშაობდა საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოებში, შემდეგ მოსკოვის რეგიონის მთავრობაში.

2013 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა Oboronstroy-ის გენერალურ დირექტორად. 2016 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.

ტიმურ ივანოვი პასუხისმგებელია ჯარების საცხოვრებლის, სამინისტროს ობიექტების მშენებლობასა და რემონტზე.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ არის სანქცირებული.