ავტორი:

მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ათი ადამიანი - მედიაში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ათი ადამიანი - მედიაში შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

მალაიზიაში, სამხედრო აღლუმის რეპეტიციის დროს, საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 10 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მალაიზიის ქალაქ ლუმუტში მოხდა, სწორედ აქ მდებარეობს სამეფო საზღვაო ძალების ბაზა.

ერთ-ერთი ვერტმფრენი, HOM M503-3, რომლის ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, სარბენ მოედანზე ჩამოვარდა. მეორე, Fennec M502-6, ახლომდებარე საცურაო აუზში ჩავარდა.

"ბორტზე მყოფების გარდაცვალება უკვე დადასტურდა. ცხედრები იდენტიფიკაციისთვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიგზავნეს", - ნათქვამია საზღვაო ფლოტის განცხადებაში. შემთხვევის მიზეზებს კომიტეტი გამოიძიებს.

ტრაგედიას მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი გამოეხმაურა:

"ერი გლოვობს სულის შემძვრელ ტრაგედიას. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ღმერთს ვთხოვ, მოგვცეს ძალა ამ უბედურების დასაძლევად", - ამბობს იბრაჰიმი.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/PE32ezrNAPM?si=BKelMJF38w5zMtoh" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა მარტშიც მოხდა, თუმცა მაშინ მსხვერპლი არ ყოფილა - მალაიზიის სანაპირო დაცვის ვერტმფრენი საწვრთნელი ფრენის დროს ზღვაში ჩამოვარდა. პილოტი და ბორტზე მყოფი ორი მგზავრი მეთევზეებმა იპოვეს და გადაარჩინეს.