ავტორი:

"ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა" - აშშ-ის გზავნილი ვლადიმერ პუტინს

"ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა" - აშშ-ის გზავნილი ვლადიმერ პუტინს

ამერიკის შეერთებული შტატების "დემოკრატი“ სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის საგარეო დახმარების დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი მსოფლიო დიქტატორებისთვის.

"ვფიქრობ, ამერიკა კვლავ შეტევაზეა და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ორპარტიულად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გავუგზავნოთ გზავნილი ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინს, მსოფლიოს დიქტატორებს - ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა, ამერიკა დემოკრატიის დაცვას აპირებს“, - აღნიშნა სენატორმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს შეუძლია თავისი მოკავშირეების დაცვა.

"ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ საჭირო საარტილერიო ჭურვები, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, დარტყმის იარაღი. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სანქციები, მოვახდინოთ რუსული აქტივების კონფისკაცია, რათა მეტი რესურსი მივაწოდოთ უკრაინას", - განაცხადა სენატორმა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.