ავტორი:

სასტიკი მკვლელობის დეტალები ბოლნისიდან: შშმ პირი მეზობლებმა ნაწამები იპოვეს - "კბილები სულ ჩამსხვრეული ჰქონდა, ყელი გამოჭრეს... ის ძალიან კეთილი იყო"

სასტიკი მკვლელობის დეტალები ბოლნისიდან: შშმ პირი მეზობლებმა ნაწამები იპოვეს - "კბილები სულ ჩამსხვრეული ჰქონდა, ყელი გამოჭრეს... ის ძალიან კეთილი იყო"

სასტიკი მკვლელობა მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. სოფელ მამხუტში 33 წლის ბიჭის ნაწამები ცხედარი მეზობლებმა იპოვეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ის შშმ პირი იყო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სახლიდან გაიტაცეს და სასტიკი მეთოდებით აწამეს. ცხედარს აღენიშნება უმძიმესი დაზიანებები.

  • ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს ყელი გამოჭრეს, მანამდე კი სცემეს, რადგან მას ჩამსხვრეული აქვს კბილები. მოკლული ახალგაზრდა ისააკ გუსეინოვია.

ის უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში. მოკლულის მეზობლებს მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირთ. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ის სახლიდან მარტო არასოდეს გადიოდა. ისინი ეჭვობენ, რომ მამაკაცი მოტყუებით წაიყვანეს სახლიდან, მთის ფერდობზე აიყვანეს და იქ გაუსწორდნენ.

ოჯახის წევრები მკვლელების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

"გორაზე ვიპოვეთ მოკლული, 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყელი გამოჭრეს. კბილები სულ ჩამსხვრეული ჰქონდა, ნაწამებია. ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას. შშმ პირი იყო, საუბარიც არ შეეძლო, მარტო არასოდეს მიდიოდა, ალბათ, ვიღაცამ მოტყუებით წაიყვანა. ადგილზე არც მანქანის კვალი არ იყო. ვითხოვთ მკვლელის ან მკვლელების უმკაცრესად დასჯას. ის ძალიან კეთილი ადამიანი იყო, ცხოველიც კი არ მოექცეოდა ადამიანს, როგორც მას მოექცნენ" - ამბობენ "ტვ პირველთან" მოკლულის ოჯახის ახლობლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.