ავტორი:

"ბრიჯიტ ჯონსი" ბრუნდება, ოღონდ მარკ დარსის გარეშე -  ფილმის მე-4 ნაწილის გადაღება იწყება

"ბრიჯიტ ჯონსი" ბრუნდება, ოღონდ მარკ დარსის გარეშე -  ფილმის მე-4 ნაწილის გადაღება იწყება

BBC-ის ინფორმაციით, საზოგადოება მალე იხილავს "ბრიჯიტ ჯონსის" ახალ, მე-4 ნაწილს - “ბრიჯიტ ჯონსი: შეშლილი ბიჭის შესახებ“, რომლის ნახვასაც აშშ-ში, სავარაუდოდ, 2025 წელს, ვალენტინობის პერიოდში შეძლებენ.

ახალ ნაწილში მაყურებელი კვლავაც იხილავს მსახიობებს: რენე ზელვეგერს, ჰიუ გრანტს და ემა ტომპსონს.

ფილმი დაეფუძნება ელენ ფილდინგის ამავე სახელწოდების რომანს, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და მასში მოთხრობილია 50 წლის ბრიჯიტის - მარკ დარსის სიკვდილის შემდეგ დაქვრივებული (ადრე ფილმებში დარსის კოლინ ფერტი თამაშობდა) დედის ისტორია.

ფილში ახალი მსახიობებიც ჩნდებიან: ჩივეტელ ეჯიოფორი და ლეო ვუდალი.

ბრიტანელმა მწერალმა ელენ ფილდინგმა ადრე თქვა, რომ გადაწყვიტა, რომ ამოეგდო მარკ დარსი საკუთარი რომანიდან, რადგან არ სურდა, რომ ბრიჯიტი "თვითკმაყოფილ, დაქორწინებულ" ქალად ქცეულიყო. როგორც ირკვევა, ის აღარც ახალ ფილმში იქნება.

ამ სერიის პირველი ფილმი "ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ ზუსტად 23 წლის წინ გამოვიდა კონოთეატრებში და უცებ მოინადირა მაყურებლის გული. როგორც ამბობენ, დაბნეულმა და გულუბრყვილო ბრიჯიტმა შეძლო და სიყვარულისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი დაარწმუნა ამ გრძნობის მაგიურობაში. "ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ გაზვიადების გარეშე იქცა კომედიური მელოდრამის საკულტო ფილმად. ამის შემდეგ გადაიღეს მეორე ფილმი - "ბრიჯიტ ჯონსი: გონიერების ზღვარი (2004)", 2016 წელს კი გამოვიდა მესამე ფილმი "ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“.

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა