ავტორი:

"ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო "ნაცებად“ და "ქოცებად“ - გახარია კალაძეზე

"ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო "ნაცებად“ და "ქოცებად“ - გახარია კალაძეზე

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.

"ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია.

ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო "ნაცებად“ და "ქოცებად“.

ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ.

კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა "ნაცია“.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია.

იხილეთ ასევე: